ნადეჟდა ხარაძე

1912-1999 / ოპერის მომღერალი

ნადეჟდა ხარაძემ კონსერვატორიაში ოჯახის მეგობრის, ვიქტორ დოლიძის რჩევით ჩააბარა. ჯერ კიდევ მეოთხე კურსის სტუდენტი თავისი გამართული, სასიამოვნო და მჟღერი კოლორატორული სოპრანოს გამო, ევგენი მიქელაძემ თბილისის საოპერო დასში მიიწვია. დებიუტი შედგა მარიხის (“აბესალომ და ეთერი”) და ქეთოს (“ქეთო და კოტე”) პარტიებით.

სულ მალე იგი თბილისის საოპერო თეატრის პრიმადონად იქცა. მის რეპერტუარში გამორჩეული ადგილი უკავია შემდეგ პარტიებს: როზინა (“სევილიელი დალაქი”), ჯილდა (“რიგოლეტო”), ვიოლეტა (“ტრავიატა”),  მარიხი (“აბესალომ და ეთერი”), პერიკოლა (“პერიკოლა”) და სხვა.  მისი რეპერტუარი ოცდაათამდე საოპერო პარტიას მოიცავდა, განსაკუთრებით წარმატებული კი ლირიკულ პარტიებში იყო. ნადეჟდა ხარაძე გამოირჩეოდა ხმის ფილირების ბრწყინვალე ტექნიკით, მაღალი რეგისტრის ბგერების განსაკუთრებული სიმსუბუქითა და მოქნილობით.

სიცოცხლის ბოლო წლებში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, ქართველ ვოკალისტთა მომავალი თაობის აღზრდას ემსახურებოდა.

სრული ბიოგრაფიის წაკითხვა

 

ეს გარე შინაარსი მოითხოვს თქვენს თანხმობას. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

video-thumbnailOpen external content on original site