ირინა შტენბერგი

ირინა შტენბერგი

1904-1985 / მხატვარი

განათლება თბილისში მიიღო, 20-იანი წლების ბოლოდან კი დაუახლოვდა რუსულ მხატვრულ ელიტას. 1930-იანი წლებიდან ბრუნდება საქართველოში და იწყებს აქტიურ თანამშრომლობას თეატრებ­თან, თუმცა საბჭოთა ხელისუფლების დიქტატის პირობებში იძულებულია, კომპრომისზე წავიდეს და საჯაროდ მოინანიოს თავისი ადრეული შემოქმედების “ბურჟჲაზიულობა”.

მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართული სცენოგრაფიის ჩამოყალიბებაში, ძირითადად ცნობილი იყო, როგორც თეატრის მხატვარი, ნაკლებად პოპულარული იყო მისი დაზგური მხატვრობა, თუმცა მისი შემოქმედების განმსაზღვრელი უმთავრესი სტილისტური ნიშნები, თვითმყოფადობა გაცილებით უკეთ სწორედ ფერწერულსა და გრაფიკულ ნამუშევრებში ვლინდება. ეროტიზმით გაჯერებული უცნაური, ზღვარგადასული ფანტაზია და მასთან შეზავებული მსუბუქი ირონია კარგად მოერგო მოდერნის სტილის ნატიფ ესთეტიკას და მისი მხატვრობის განუმეორებლობა შექმნა.

შტენბერგის მივიწყებული შემოქმედებისადმი ხელახალი ინტერესი მხოლოდ მე-20 საუკუნის მიწურულს გაჩნდა.

სრული ბიოგრაფიის წაკითხვა

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება