თინათინ ვირსალაძე

1907-1985 / ხელოვნებათმცოდნე

ქართული მონუმენტური მხატვრობის მკვლევარი. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი. მისი დაარსებიდან სიცოცხლის ბოლომდე, თინათინ ვირსალაძე მოღვაწეობდა ინსტიტუტში, სადაც იგი ჯერ განაგებდა სახვითი ხელოვნების, შემდგომ კი შუა საუკუნეების სახვითი ხელოვნების განყოფილებას.

თინათინ ვირსალაძე მჭიდროდ იყო დაკავშირებული კულტურის ძეგლთა დაცვის საქმესთან როგორც ფერწერის ძეგლთა რესტავრაციის მეცნიერ-კონსულტანტი. მის შრომებს გადამ­წყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის სახელოვნებათმცოდნეო გაშუქებისა და მისი ისტორიული საფეხურების, ფერწერული სკოლების, ცალკეული ძეგლების თავისებურებისა და ღირებულების დადგენისათვის. ამასთან, თინათინ ვირსალაძემ არაერთი ნაშრომი უძღვნა XIX საუკუნისა და XX საუკუნის ქართულ სახვით ხელოვნებასაც.

სრული ბიოგრაფიის წაკითხვა

 

ეს გარე შინაარსი მოითხოვს თქვენს თანხმობას. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

video-thumbnailOpen external content on original site