იდა ბახტურიძე

განათლება: გენდერული კვლევების მაგისტრი

სამუშაო თემები: ქალების ზეპირი ისტორიები; ფემიციდი და გენდერული ძალადობა; მიგრაციის ფემინიზაცია; თანამედროვე ფემინისტური აქტივიზმი საქართველოში; ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და გენდერული კვოტები, ქალთა შრომითი უფლებები და ეკონომიკური გაძლიერება.

ენები:  ინგლისური

ქალაქი: თბილისი

იმეილი: ida.bakhturidze[at]yahoo.com

ბიოგრაფია:

ბაკალავრის დამთავრების შემდეგ იდა ბახტურიძე თანამშრომლობდა სახვადასხვა ადგილობრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ხოლო 2011-2013 წწ. იყო ქალთა ფონდის თანამშრომელი. ასევე, მონაწილეობდა კვლევით პროექტებში, ძირითადად, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით.

ამჟამად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციაში - „ევროპელი ქალბი საერთო მომავლისათვის“ (WECF) საქართველოს ოფისში, გენდერული პროგრამების კოორდინატორად. იდა არის ერთ-ერთი ავტორი პლატფორმის „ქალები საქართველოდან“. გარდა პროფესიული საქმიანობისა, ის აქტიურად არის ჩართული ფემინისტურ აქტივიზმში 2011 წლიდან.  დაარსების დღიდან ის იყო ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი. ამჟამად ჩართულია „ქალთა მოძრაობის“ აქტივიზმში.