თამარ პატარაია

განათლება: სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკაში (PHD).

თანამდებობა: „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“ - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის პროგრამის ხელმძღვანელი.

კვლევის ინტერესები/სამუშაო თემები: საქართველოს დემოკრატიული ტრანზიცია, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა.

ენები: ქართული, ინგლისური, რუსული

ქალაქი: თბილისი

ელ.ფოსტა: pataraiat(at)gmail.com

ბიოგრაფია:

თამარი სხვადასხვა დროს გახლდათ არაერთი  საერთაშორისო პროგრამის კონსულტანტი და შემფასებელი. ამასთანავე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და მეცნიერ მუშაკი, სხვადასხვა დროს მუშაობდა მეცნიერ-თანამშრომლად და ლექტორად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კითხულობდა ლექციებს ილიას უნივერსიტეტში.

თამარ პატარაია შემდეგი პროფესიული ორგანიზაციების წევრია: კვარტალური ჟურნალის CONNECTIONS სარედაქციო საბჭოს წევრი, პარტნიორობა თავდაცვის აკადემიებისა და უსაფრთხოების კვლევების ინსტიტუტების მშვიდობის კონსორციუმისთვის (2012 წლიდან). ასევე, ის „საქართველოს პოლიტიკური მეცნიერების ასოციაციის“ (2012 წ.) და „თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს“ (2005 წ.) დამფუძნებელია.

ნაშრომები:

ენერგოტრანზიტის და უსაფრთხოების ასიმეტრია სამხრეთ კავკასიაში: გზა რუსეთსა და ევროკავშირს შორის