გენდერული სტერეოტიპები და მედია

Teaser Image Caption
ეკა იმერლიშვილი, თამარ კინწურაშვილი და მარინა ვაშაყმაძე

ანოტაცია

ვისი პასუხისმგებლობაა სტერეოტიპების შექმნა ან დამსხვრევა? გენდერული მგრძნობელობა და სექსიზმი ქართულ რეალობაში? გადაცემა მიეძღვნა გენდერულ სტერეოტიპებს მედიაში, მედიის როლს სტერეოტიპების დამკვიდრებაში და გენდერულის სტერეოტიპების განხილვას სარეკლამო ბიზნესის ჭრილში.

გადაცემის სტუმრები იყვნენ თამარ კინწურაშვილი და ირა ჭელიძე.

გადაცემის თანაწამყვანები მარინა ვაშაყმაძესთან ერთად იყვნენ ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრები - ეკა იმერლიშვილი და ლილი მამულაშვილი.

ფემინისტური მუსიკა: Hole

ამერიკული გრანჟ ჯგუფი „ჰოული“, ქალაქ ლოს ანჯელესში დაარსდა 1989 წელს. ჯგუფი დაარსეს კორტნი ლავმა და ერიკ ერლანდსონმა. ჰოულის სიმღერების ძირითადი თემები იყო - ქალის იმიჯი, ძალადობა, პროსტიტუცია, თვითმკვლელობა, ელიტიზმი, არასრულფასოვნების კომპლექსი და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის შემოქმედებაში, ფემინისტური თემატიკის ტექსტებს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა, ჯგუფი და თავად მისი დამაარსებელი კორტნი ლავი, ემიჯნებოდნენ 90-იან წლებში გავრცელებულ ანდერგრაუნდ ფემინისტურ მოძრაობა “riot grrrl”-ს. ჰოულის შემოქმედება ორ თემატურ კატეგორიად შეიძლება დავყოთ: ერთი ნაწილი არის სიმღერები, რომლებიც ეხება ქალზე ძალადობას, ხოლო მეორე „სილამაზის პატრიარქალურ სტანდარტებს“.

<<გადაცემების არქივის სანახავად გადადით ბმულზე>>