ქალი პოლიტიკური სტერეოტიპების პირისპირ

Teaser Image Caption
ბაია პატარაია, ხათუნა სამნიძე და მარინა ვაშაყმაძე

ანოტაცია

რატომ მიუძღვნეს ქალებმა წლევანდელი 8 მარტი პოლიტიკაში მონაწილეობის პრობლემას? ქალების მარში და მოთხოვნა „მეტი ქალი პარლამენტში“. მამაკაცური ხედვა იმისა, თუ რატომ უნდა იყვნენ ქალები პოლიტიკაში და ქალი პოლიტიკოსის ცხოვრების მაგალითი გადაცემაში - „ფემინსტრიმი“

სტუმრები: დავით ბერძენიშვილი - პარლამენტარი, რესპუბლიკური პარტიის წევრი და ხათუნა სამნიძე - საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე.

მარინა ვაშაყმაძესთან ერთად გადაცემას უძღვება ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრებს - ბაია პატარაიას და ლილი მამულაშვილს.

ბაია პატარაია, დავით ბერძენიშვილი და მარინა ვაშაყმაძე

ფემინისტური მუსიკა: L7

ჯგუფი L7,  გასული საუკუნის 90-იან წლებში, ამერიკაში აგორებული ანდერგრაუნდ ფემინისტური მოძრაობა “riot grrrl”-ის   წარმომადგენელია. იგი ამ მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო ჯგუფია.  L7 დაარსდა 1985 წელს, ლოს ანჯელესში. L7-ის სიმღერები, გლობალური დაპირისპირების ნაცვლად, ქალების ინდივიდუალურ, პიროვნულ ბრძოლას ასახავდა პატრიარქატთან.   L7-ის მუსიკა იყო უხეში, გესლიანი და ამავდროულად ძალიან მახვილგონივრული.  სიმღერები გაჯერებული იყო მოწოდებებით, რომ ქალებს თავი დაეღწიათ  გასახდომი აბების მიღების,  გამოუსადეგარი ურთიერთობების და სულისშემხუთველი კონფორმულობისგან.

<<გადაცემების არქივის სანახავად გადადით ბმულზე>>