ქალის ხმა

Teaser Image Caption
დაკო ბახტურიძე, თამარ ონოფრიენკო და მარინა ვაშაყმაძე

ანოტაცია

რას ნიშნავს „ქალის განსხვავებული გამოცდილება“, როგორ აღიქმება ის პატრიარქალურ კულტურაში და რა მნიშვნელობა შესძინა მას ფემინისტურმა მოძრაობამ? გადაცემაში ასევე ვსაუბრობთ თუ როგორ ხდებოდა საუკუნეების მანძილზე ქალის ხმის ხან იგნორირება, ხან კი ჩახშობა, რის შედეგადაც ქალები ქრებოდნენ მამაკაცის მიერ დაწერილი ისტორიიდან და მათთან ერთად ქრებოდა მათი განსხვავებული გამოცდილებაც.

გადაცემის სტუმრები არიან: ფილოსოფოსი თამარ ონოფრიენკო და პოეტი ლია ლიქოკელი. 

მარინა ვაშაყმაძესთან ერთად გადაცემას უძღვება ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი: დაკო ბახტურიძე.

რუბრიკა „ფემინისტური მუსიკა“ მიჰყავს ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრს ლილი მამულაშვილს.

ფემინისტური მუსიკა: Le Tigre

ჯგუფი “Le Tigre” , მოულოდნელად გამოჩნდა 1998 წელს.  იგი შეიქმნა როგორც  ანდერგრაუნდ ფემინისტური მოძრაობა “Riot Grrrl”- ის ლეგენდის, კეტლინ ჰანას  სოლო პროექტის “Julie Ruin”-ის დამხმარე ბენდი. Julie Ruin  მოგვიანებით ანდერგრაუნდ ელექტრო-ფემინისტური პერფორმანს არტისტების ტრიოდ ჩამოყალიბდა. ქალთა უფლებებისთვის და სოციალური თანასწორობისთვის მებრძოლი ცნობილი მოღვაწე ემა გოლდმანი ამბობდა: „თუ შენ ცეკვა არ გინდა, მე არ მინდა შენი რევოლუცია“. მართლაც, “Le Tigre”-ს საცეკვაო, ელექტრო-პანკ მუსიკა შემთხვევით სულაც არ იყო შერჩეული. ჯგუფის წევრებს გამიზნული ჰქონდათ, პოლიტიკური მესიჯები იოლად მოსმენადი, ადვილად დასამახსოვრებელი მუსიკის საშუალებით მიეწვდინათ მსმენელისათვის.