ვსაუბრობთ და ვმოქმედებთ გენდერული ძალადობის დასაძლევად (2015)

(დასრულებული პროექტი)

არასამთავრობო ორგანიზაციამ ქალები რეგიონის განვითარებისთვის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა პროექტი „ვსაუბრობთ და ვმოქმედებთ  გენდერული ძალადობის დასაძლევად“. პროექტი მიზნად ისახავდა რეგიონში (კერძოდ, გურიაში) გენდერული ცნობიერების ამაღლებას, დისკრიმინაციისა და ძალადობის ფარული არსის გაცნობიერებისა და გენდერული სტერეოტიპების გააზრების ხელშეწყობას.

პროექტის აქტივობები:

  • ტრენინგის „გენდერული ძალადობა“ მომზადება;
  • სამიზნე თემებში მონაწილეთა მობილიზება და ინსტრუქტორების მომზადება;
  • საინფორმაციო კამპანიისთვის ბროშურის მომზადება;
  • გენდერის თემაზე დისკუსიების ციკლის ჩატარება;
  • ქალებთან და გოგონებთან ზეპირი ისტორიების ჩაწერა ნაადრევ ქორწინებაზე.

ზეპირი ისტორიების საფუძველზე მომზადდა და გამოიცა პუბლიკაცია "დუმილი ვერ დაგიცავს".

პროექტის ხანგრძლივობა: იანვარი-ნოემბერი, 2015.