ეთერ თურაძე

განათლება: ფილოლოგი (ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი)

თანამდებობა: „გაზეთ ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი

სამუშაო თემები: ადამიანის უფლებები

ენები: ქართული (მშობლიური), რუსული (კარგი), გერმანული (საბაზისო)

ქალაქი: ბათუმი

ელ.ფოსტა: etturadze(at)yahoo.com

ბიოგრაფია:

ეთერ თურაძემ 1996 წელს დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სტუდენტობის წლებიდანვე მუშაობდა სხვადასხვა მედია ორგანიზაციაში ჟურნალისტის პოზიციაზე. 2001 წლიდან, ანუ დაარსების დღიდან დღემდე არის „გაზეთ ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი. ეთერ თურაძეს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით აშშ-ისა და გერმანიის სხვადასხვა ბეჭდურ გამოცემებში გავლილი აქვს მოკლევადიანი ტრენინგ-კურსები. ეთერ თურაძის რედაქტორობის პირობებში „გაზეთი ბათუმელების“ საქმიანობა, როგორც პროფესიონალური, შეფასებული იქნა არაერთი საერთაშორისო თუ ნაციონალური მასშტაბის მედია ჯილდოებით, მათ შორის „გაზეთი ბათუმელები“ 2009 წელს ნორვეგიის „გამოხატვის თავისუფლების ფონდისა“ (Institusjonen Fritt Ord) და გერმანულ ფონდ „ცაიტის“ (Zeit-Stiftung) მიერ დაწესებული პრესის პრიზის მფლობელი გახდა. 2015 წელს იგივე პრიზის მფლობელად საქართველოდან დასახელდა „გაზეთ ბათუმელების“ ონლაინ გამოცემა - netgazeti.ge. ეთერ თურაძე, როგორც ჟურნალისტი, ძირითადად, მუშაობს ადამიანის უფლებების მიმართულებით. მას, სწორედ ამ თემატიკაზე, არაერთი ჟურნალისტური გამოძიება  აქვს ჩატარებული.