მილენა აბრაჰამიანი

განათლება: გენდერის კვლევის ბაკალავრი (CUNY Hunter College, აშშ), მშვიდობისა და კონფლიქტების კვლევების მაგისტრი (უპსალას უნივერსიტეტი, შვედეთი).

პოზიცია: პროექტის კოორდინატორი "საზღვრებს მიღმა დაკავშირებული ქალების ისტორიები - სამშვიდობო ინიციატივა“.

კვლევის ინტერესები: ქალები, გენდერი, მასკულინობა, ძალადობა, მშვიდობა.

ენები: სომხური, ინგლისური, რუსული

ქალაქი: თბილისი

იმეილი: abrahamyan.milena(at)gmail.com

ბიოგრაფია:

მილენა სომხეთში დაიბადა, მაგრამ 10 წლის ასაკში ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. 2008 წლის შემდეგ ის სისტემატურად ბრუნდებოდა სომხეთში და მუშაობდა ქალთა საკითხებზე. მილენა ასევე მუშაობს მშვიდობის აღდგენის მიმართულებით დახურულ თურქულ-სომხურ საზღვრების მიღმა. მისი რწმენით, მშვიდობის მისაღწევად აუცილებელია საზოგადოების ყველა წევრის, განსაკუთრებით კი მარგინალიზირებული ჯგუფების ჩართულობა.