ანა ნიკოგოსიანი

ანა ნიკოგოსიანი

განათლება: ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიზაციის მაგისტრი, გენდერის, სექსუალობისა და კულტურის მაგისტრატურის სტუდენტი (ხარისხის მიღების ვადა: 2016)  

თანამდებობა: „საზოგადოება ძალადობის გარეშე“ (SWV) აღმასრულებელი დირექტორი

კვლევის ინტერესები: გენდერი, გენდერი და განათლება, გენდერული სტერეოტიპები, ქალთა უფლებები, ლგბტ უფლებები, გენდერული და ოჯახში ძალადობა, მშვიდობა, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ქალები და დემოკრატია.

ენები: სომხური, ინგლისური, რუსული, ფრანგული

ქალაქი: ერევანი, სომხეთი

იმეილი: anna.nik.swv(at)gmail.com 

ბიოგრაფია

ანა ნიკოგოსიანს განხორციელებული აქვს მრავალი პროექტი გენდერული თანასწორობის, ქალთა ლიდერობის, მშვიდობის, გენდერული ძალადობის, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ლგბტ უფლებების მიმართულებით. ანა მონაწილეობდა Equitas-ს მიერ ორგანიზებულ ადამიანის უფლებათა ტრენინგის საერთაშორისო 32-ე პროგრამაში (კანადა), ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 58-ე სესიაზე ნიუ იორკში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებულ საერთაშორისო ლიდერობის პროგრამაში.    

ანა არის ფონდ „ფრიდა - მე ახალგაზრდა ფემინისტის“ მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელი და მრჩეველი ქვეყნის მასშტაბით. ასევე, ის არის ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გაეროს ქალთა რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების მრჩეველთა საბჭოს, სომხეთის ქალთა მიმართ ძალადობის შეჩერების კოალიციის, სამხრეთ კავკასიაში ახალგაზრდა ქალთა კავშირის, საერთაშორისო მოძრაობა ქალები შავებში, AWID-ის და ASTRA-ს წევრი.  

 

ნაშრომები:

2015 - სახელმძღვანელო სკოლაში გენდერული განათლების დასანერგად (გამოქვეყნდება სექტემბერში)

2014 -  გენდერული კომპონენტის ინტეგრირება სოციალური მეცნიერებების სწავლებაში

2012 - კულტურული რელატივიზმი უნივერსალიზმის წინააღმდეგ: სახელმწიფოს ვალდებულებები CEDAW კონვენციის მე-5-ე მუხლის მიხედვით, სამაგისტრო ნაშრომი.

Related Content

  • ლგბტი სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოში (2015-2017)

    (დასრულებული პროექტი) პროექტში მონაწილეობდნენ: ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საქართველოში და საზოგადოება ძალადობის გარეშე (SWV) და საჯარო ინფორმირება და ცოდნის აუცილებლობა (PINK) სომხეთში.

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება