კაცების როლი ფემინისტურ და ქალთა მოძრაობებში

Teaser Image Caption
ბაია პატარაია, გიორგი ურჩუხიშვილი და მარინა ვაშაყმაძე

ანოტაცია

როდის და რა ფორმით ერთვებიან კაცები თანასწორობისთვის ბრძოლის აქტივიზმში? რა მდგომარეობაა დღეს ამ მხრივ საქართველოში?

სტუმარი: გიორგი ურჩუხიშვილი, გენდერის სპეციალისტი და სოფო ტაბატაძე, ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი.

მარინა ვაშაყმაძესთან ერთად გადაცემას უძღვებოდა ბაია პატარაია - ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი. რუბრიკა „ფემინისტური მუსიკა“ მიჰყავდა ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრ ლილი მამულაშვილს.

ფემინისტური მუსიკა:  ჯენი ჰვალი

ნორვეგიელი მუსიკოსი, არტისტი და ფემინისტი ჯენი ჰვალი ოსლოში დაიბადა, სადაც ცხოვრების პირველი ცხრა წელი გაატარა. გენდერული იდენტობა, სექსუალობა, ძალაუფლება და სურვილი მისი შემოქმედების ცენტრალური თემებია. ჰვალის შემოქმედებაზე გავლენა მოახდინა პორნოგრაფიამ და კლასიკურმა მითოლოგიურმა ქმნილებებმა. მის სიმღერებში შეხვდებით ისეთ პერსონაჟებს, როგორებიც არიან მეფისტოფელი და ოფელია, ოსლოს ქუჩებში მოხეტიალე ოიდიპოსი და თვით პინოქიოც კი. მისივე დამკვიდრებულია ტერმინი soft dick rock, რომლის ქვეშაც მამაკაცის მყიფე ეგო იგულისხმება, რომელიც მუქარას განიცდის, როდესაც ქალებიც ცდილობენ როკ მუსიკაში თავის დამკვიდრებას.