რა არის სექსუალური შევიწროება?

Teaser Image Caption
ბაია პატარაია, ლელა ცისკარიშვილი და მარინა ვაშაყმაძე

ანოტაცია

სექსუალური შევიწროება ტაბუდადებული თემაა, რომელზეც არავინ საუბრობს, თუმცა არაერთ ქალს განუცდია ამგვარი რამ. როგორ უნდა დაიცვას ქალმა თავი და იცის თუ არა მან თავისი უფლებები?

სტუმრები: ლიკა ჯალაღანია - ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი და ლელა ცისკარიშვილი, ფსიქოლოგი.

მარინა ვაშაყმაძესთან ერთად გადაცემას უძღვებოდა ბაია პატარაია - ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი. რუბრიკა „ფემინისტური მუსიკა“ მიჰყავდა ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრ ლილი მამულაშვილს.

ფემინისტური მუსიკა:  The Knife

The knife შვედი  და-ძმის: კარინ დრეიერ ანდერსონისა ოლოფ დრეირის ელეტრო-პოპ დუეტი არის. დუეტი 1999 წელს, გოთენბერგში დაარსდა. ჯგუფმა უკანასკნელი შოუ 2014 წლის ნოემბერში ჩაატარა, რის შემდეგაც დაიშალა. კარინი ფემინიზმით ადრეული ასაკიდანვე - 15 წლიდან დაინტერესდა და ძმასაც გააცნო. იგი იხსენებს, რომ ყოველთვის ცდილობდა გაეგო თუ როგორ ფუნქციონირებდნენ ძალაუფლების სტრუქტურები საზოგადოებაში და რატომ გააჩნდა ზოგიერთ ადამიანს გაცილებით მეტი ძალაუფლება, ვიდრე დანარჩენებს. თანასწორობის იდეა ერთ-ერთი ცენტრალურია იდეაა The Knife-ის შემოქმედებაში.