ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია

განათლება: იურისტი, სამართლის მაგისტრი.

თანამდებობა:  აღმასრულებელი დირექტორი, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED).

კვლევის ინტერესები/სამუშაო თემები: საარჩევნო სისტემები, კარგი მმართველობა, პოლიტიკური უფლებები, ქალთა უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობა,  ანტი-კორუფციული კვლევები.

ენები: ქართული (მშობლიური), ინგლისური, რუსული.

ქალაქი: თბილისი

ელ.ფოსტა: ninolomjaria(at)gmail.com

ბიოგრაფია:

ნინო ლომჯარიას მიღებული აქვს სენტ ლუისში ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხი (2011), ასევე, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში (2006).

2011 წლიდან დღემდე ნინო ლომჯარია იკავებს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას არასამთავრობო ორგანიზაციაში „სამართლიანი არჩევნებისა და დემკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED). 2015 წლიდან არის ევროპული საერთაშორისო სადამკვირვებლო ქსელის, ENEMO-ს გენერალური მდივანი. ორგანიზაცია 17 ქვეყნის 22 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. გარდა ამისა, ნინო ლომჯარია  ევროპული სადამკვირვებლო ორგანიზაცია - EPDE-ს გამგეობის წევრია 2014 წლიდან.

2004-2008 წლებში ნინო ლომჯარია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობდა  იურისტის პოზიციაზე კარგი მმართველობის, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ანტიკორუფციულ საკითხებზე. 2008-2010 წლებში იგი ამავე ორგანიზაციაში მუშაობდა საარჩევნო პროექტების მენეჯერად, რაც მოიცავდა ორგანიზაციის სადამკვირვებლო, ამომრჩეველთა განათლებისა და სამოქალაქო ჩართულობის პროექტების მართვას. 2010 წელს იგი ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორის კვლევის ასისტენტის პოზიციას იკავებდა.

ნინო ლომჯარია  არის 15 კვლევის  ავტორი არჩევნების მონიტორინგის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, მედია გამჭვირვალობისა და ანტი კორუფციულ საკითხებზე.

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება