კონკურსი მონაწილეებისთვის - CSW 60

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი ECOSOC-ის რეგისტრირებული ორგანიზაციაა, ამიტომ ჩვენ CSW 60-ზე მონაწილეების დარეგისტრირების შესაძლებლობა  გვაქვს, რომელიც 2016 წლის 14-24 მარტს აშშ-ში გაიმართება. 

დარეგისტრირების მსურველ ორგანიზაციებს ვთხოვთ გამოგვიგზავნონ მოთხოვნა, სადაც აღნიშნულ ღონისძიებაში მათი მონაწილეობის მიზანი მკაფიოდ იქნება ახსნილი. გთხოვთ, დაასაბუთოთ რა წვლილს შეიტანს თქვენი ორგანიზაცია ამ სესიაში მონაწილეობით და როგორ გამოიყენებთ ამ გამოცდილებას შემდგომში.

გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი აპლიკაციები შემდეგ ელ. მისამართზე: etuna.nogaideli@ge.boell.org , ხოლო თემის ველში მიუთითეთ “CSW 60”. განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 18 იანვარი, 17:00 საათი.

დამატებითი ინფორმაცია  CSW 60-ის შესახებ

გაეროს ნიუ-იორკის სათაო ოფისში, 2016 წლის 14-დან 24 მარტამდე Commission on the Status of Women-ის 60-ე სესია გაიმართება. წევრი ქვეყნების, გაერთიანებული ერებისა და ECOSOC-ის აკრედიტირებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მსოფლიოს ყველა რეგიონიდან დაესწრებიან ამ სესიას.  

სესიის მთავარი ფოკუსი იქნება "ქალთა გაძლიერება და მისი კავშირი მდგრად განვითარებასთან".

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.unwomen.org/en/csw/csw60-2016