დაკო ბახტურიძე

განათლება: გენდერს კვლევების მაგისტრი (თსუ, 2009-2011); ეკონომიკური სტატისტიკის ბაკალავრი, (თსუ, 2004-2008). 

თანამდებობა: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, აღმასრულებელი დირექტორის აპარატის მეთოდოლოგიის და ხარისხის მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი.

სამუშაო თემები: ქალთა შრომითი უფლებები, გენდერული ძალადობა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება.

ენები: ქართული,  ინგლისური, რუსული.

ქალაქი: თბილისი

ელ.ფოსტა: dakobakhturidze(at)yahoo.com

ბიოგრაფია:  

ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ მუშაობდა ეკონომიკის და ბიზნესის საინფორმაციო სააგენტოში ჟურნალისტად. სხვადასხვა წლებში მუშაობდა არასამთავრობო სექტორში მედია მონიტორინგის და ადამიანის უფლებების მიმართულებით. ასევე ჩართული იყო სხვადასხვა კვლევით პროექტში გენდერული თემატიკის მიმართულებით.  2014 წლიდან მუშაობს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე. დაკო მონაწილეობდა პროექტში „ფემინსტრიმი“ და იყო რადიო-გადაცემის თანაწამყვანი „რადიო თავისუფლებაში“. პროფესიულ საქმიანობასთან ერთად დაკო ფემინისტი აქტივისტია, იყო „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი“-ს წევრი და ჩართულია ქალთა მოძრაობაში.

 

ნაშრომები:

2015 - ქალი, ქალები, ფემინიზმები - განსხვავების გადააზრება ფემინისტურ თეორიაში.

2010 - „ვისი ან რისი ბრალია ოჯახში ძალადობა?!“