ლელა რეხვიაშვილი

ლელა რეხვიაშვილი

განათლება: პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორანტი.

თანამდებობა: მკვლევარი ლაიბნიცის რეგიონალური გეოგრაფიის ინსტიტუტში.

კვლევის ინტერესები: განვითარების პოლიტ-ეკონომიკა, ინსტიტუციური ტრანსფორმაცია, არაფორმალური ეკონომიკური ურთიერთობები, სოციალური მოძრაობები, მობილობა და იძულებით გადასახლება.

ენები: ქართული, ინგლისური.

ქალაქი: ლაიპციგი, გერმანია.

ელ.ფოსტა: l_rekhviashvili(at)ifl-leipzig.de, lel.rekhviashvili(at)gmail.com

ბიოგრაფია:

ლელამ 2015 წლის ნოემბერში ჩააბარა დისერტაცია ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე. 2016 წლის იანვრიდან ლაიბნიცის რეგიონული გეოგრაფიის ინსტიტუტში მუშაობს როგორც მკვლევარი. ბოლო წლების მანძილზე ლელა თამანშრომლობდა არაერთ კვლევით, არასამთაბრობო და მედია ორგანიზაციასთან. ლელას აკადემიური პუბლიკაციები განიხილავს ინსტიტუციური ცვლილებების გავლენას არაფორმალურ ეკონომიკაზე, საჯარო სივრცის გარდაქმნას და ურბანული წინააღმდეგობის მოძრაობებს, საქართველოში სამთავრობო დისკურსების ცვლას  ეკონომიკური და სოციალური განვითარების შესახებ, დევნილების ადგილს ეროვნულ ნარატივებში. ლელას ბლოგები, სტატიები და საჯარო ლექციები შეგიძლიათ იხილოთ სოციალური მეცნიერებების ცენტრის, ლიბერალის, იდენტობის, ლეფტისტის (Lefteast), და EMC-ის ვებ გვერდებზე.     

ნაშრომები:

ნაშრომების სია წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე.

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება