ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი

განათლება:  გერმანული ენის და ლიტერატურის სპეციალისტი/გერმანისტი, ლაიფციგის უნივერსიტეტი.

თანამდებობა:  კულტურული პროგრამების კოორდინატორი, თბილისის გოეთეს ინსტიტუტი.

ინტერესი:  ლიტერატურული თარგმანები.

ენები:  ქართული, გერმანული, რუსული, ინგლისური.

ქალაქი: თბილისი

ელ.ფოსტა:  natia.mikeladse-bachsoliani(at)tbilissi.goethe.org

ბიოგრაფია:  

ნათია მიქელაძე გერმანისტიკასა და ლიტერატურათმცოდნეობას ლაიფციგის უნივერსიტეტში სწავლობდა ასპირანტურის ჩათვლით. ამავე დროს, ეწეოდა მთარგმნელობითი საქმიანობას თბილისის მთარგმნელობით კოლეგიაში.

1994 წლიდან დღემდე, ნათია მუშაობს საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის კულტურული პროგრამების განყოფილებაში სხვადასხვა სახის პროექტებზე:  თანამედროვე ხელოვნების, არქიტექტურის, ლიტერატურის, თეატრის, ფილმისა და მუსიკის სფეროში. თარგმნის ფილმებს, სპექტაკლებსა და სხვადასხვა საკონფერენციო ტექსტებს.

თავისუფალ დროს მთარგმნელობი საქმიანობას ეწევა ლიტერატურის სფეროში. ამავდროულად, ნათია ჩართულია ურბანულ სამოქალაქო აქტივიზმში. 

 

ლიტერატურული თარგმანები გერმანულად:

2000 წ. - გიორგი მაისურაძის და დავით ჩიხლაძის მოთხრობები კრებულისათვის: “მე-20 საუკუნის ქართული მოთხრობები”, გამომცემელი ნაირა გელაშვილი. ზურკამპის გამომცემლობა;

2006წ. - აკა მორჩილაძე, „სანტა ესპერანსა“. პენდოს გამომცემლობა;

2009 წ. - აკა მორჩილაძის მოთხრობა “ბათუმი”, ანთოლოგიისათვის: “ოდესა ტრასფერი”. ზურკამპის გამომცემლობა;

2008 წ. - აკა მორჩილაძე,  ნაწყვეტები „ვენერას სიზმარიდან“,  გამოცემა: Georgien. Begegnung mit Ursprung und Zeit,  Edition Braus, Heidelberg;

2010 წ. - ზურაბ ლეჟავას მოთხრობა „დიდი შავი კატა“,  ფრანქფურტის წიგნის ბაზრობაზე გამართული კითხვისთვის;

2012 წ. - თამთა მელაშვილი, „გათვლა“. გამოიცა შვეიცარიაში Unionsverlag-ში სათაურით Abzählen (2013 წელს თარგმანი დაჯილდოვდა ლიტერატურული პრემიით „საბა“ საუკეთესო უცხოენოვანი თარგამნისთვის; 2014 წელს ფრაქფურტის წიგნის ბაზრობაზე დაჯილდოვდა გერმანული ახალგაზრდული ლიტერატურის პრემიით „Deutscher Jugendliteraturpreis“).

2013 წ. - ანა კორძაია-სამადაშვილის მოთხრობა „მზის შვილები“ (Die Kinder der Sonne  Postsowjetische Traumata und  warum es sich lohnt, Tifliser zu sein),  გებრიუდერ ვაისის კატალოგი;

2013 წ. - თამთა მელაშვილის მოთხრობა „მე გებეტომატი/Ich gebetomat“. (ავსტრიული   პროექტის ფარგლებში).

- მაკა ლდოკონენის მოთხრობა „რატომ ტიროდნენ ჩვენი მოხუცები“ Warum haben  unsere Alten geweint?). წაკითხულ იქნა ვენაში ლიტერატურულ საღამოებზე; 

- თეონა დოლენჯიშვილი, მოთხრობა  „Animal Planet“.

2014 წ. - გრიგოლ რობაქიძის  „ტფილისი უცნაური ქალაქია“/ Tiflis ist eine seltsame Stadt“.  ნაწყვეტი რომანიდან „ფალესტრა“. წიგნი „სასტუმრო ორიანტი/მხატვრის სახლი“;

2015 წ. - მანანა კორძაია, ალექსი მაჭავარიანი, „შემოქმედი  და დრო“. ვოლკეს გამომცემლობა;

- ლაშა თაბუკაშვილი, პიესა „ასტეროიდი“. ქართული დრამატურგიის ანთოლოგია, ფრანქფურტერ ფერლაგსანშტალტი;

-  დათა თავაძე, „დედა ომი/Mutter Krieg“.  დაიდგა 2015 წელს გერმანიაში, ციტაუში, გერჰარდ ჰაუპტმანის თეატრში.

2016 წ. - არჩილ ქიქოძე,  „ჩიტის და  კაცის  ამბავი“.

 

გერმანულიდან ქართულად:

2009 წ. - დანიელა ჯანჯიჩი: “ყვითელი დღეები” და “ალუბლის ყვავილები მამის სიზმარში”, ანთოლოგია “თანამედროვე გერმანული დრამატურგია”, საქართველო-გერმანიის საზოგადოების გამოცემა;

2014 წ. - ჰაინერ მიულერი, „ჰამლეტის მანქანა“.  საქართულო -გერმანიის საზოგადოების პროექტის ფარგლებში;

2016 წ. - ბერტოლდ ბრეხტი, „გამონაკლისი და კანონი“ (სასწავლო პიესა)  რუსთაველის თეატრისთვის.