ენ ლისტერის მოგზაურობა საქართველოში

ენ ლისტერის მოგზაურობა საქართველოში

ენ ლისტერს  (1791-1840, იორქშირი, ინგლისი) პირველ თანამედროვე ლესბოსელს უწოდებენ. პირად დღიურში მას ზედმიწევნით აქვს აღწერილი სასიყვარულო თავგადასავლები ქალებთან. თამამი საყვარელი გაბედული მოგზაურიც იყო: თავის „ცოლთან“, ენ ვოკერთან ერთად მან იმოგზაურა სკანდინავიასა და რუსეთში და ბოლოს საქართველოშიც ჩამოვიდა (თბილისი, რაჭა-ლეჩხუმი, ზუგდიდი). მესტიის გზაზე ცხენებით მგზავრობისას ენ ლისტერი ავად გახდა. ის ქუთაისის მახლობლად, 22 სექტემბერს (1840 წ.) გარდაიცვალა.

დოქტორი ანგელა შტაიდელეს ლექცია შეეხება ენ ლისტერის ცხოვრებასა და მოგზაურობას და ყურადღებას ამახვილებს უკანასკნელ თვეებზე, რომელიც ინგლისელმა მოგზაურმა საქართველოში გაატარა. 

დოქტორი ანგელა შტაიდელე გერმანელი მეცნიერი და ავტორია, რომელიც ისტორიულ სასიყვარულო თავგადასავლებს იკვლევს. მას გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე წიგნი გერმანელი ქალების შესახებ, რომლებსაც ქალები უყვარდათ. ენ ლისტერის ბიოგრაფიის კვლევის ფარგლებში, ანგელა საქართველოში მოგზაურობდა 2016 წლის გაზაფხულზე. 

ლექციის ენა: ინგლისური.

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება