ჰასმიკ კალაპიანი

განათლება: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტი.

პოზიცია: დამოუკიდებელი მკვლევარი

კვლევის ინტერესები: ოსმალეთის იმპერია (19-ე და 20-1 საუკუნე), სოციალური ცვლილებების კონცეფციისა და ისტორიის ლოკალური/გლობალური პერსპექტივები, ქალთა მოძრაობები მსოფლიოში კომპარატიული პერსპექტივიდან, იმპერიისა და კოლონიალიზმის თეორიები და ისტორია, გენდერი და საერთაშორისო სამართალი.

ენები: სომხური, ინგლისური, რუსული, ფრანგული.

ქალაქი: ერევანი

ბიოგრაფია
ჰასმიკ კალაპიანმა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (ბუდაპეშტი) მიიღო. მისი ნაშრომის თემაა ოსმალეთის იმპერიის დროს სომეხთა სოციალური ისტორია, რომელსაც იკვლევდა არქივებსა და ბიბლიოთეკებში სომხეთში, ავსტრიაში, საფრანგეთში, თურქეთსა და აშშ-ში.

მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია საერთაშორისო ჟურნალებში ინგლისურ ენაზე, ასევე, თარგმნილია თურქულად. ის ასწავლიდა სხვადასხვა კურსებს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში (სომხეთი).

ნაშრომების სია წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე.