ამტანი მორჩილება: რა კავშირია მილიტარილიზებულ მასკულინობასა და ჯარში ძალადობას შორის?

ამონარიდები სტატიიდან:

  • მასკულინობის ცნება იმდენად ნორმალიზებულია ჯარის სტრუქტურებში, რომ მას კითხვა საერთოდ არ დაესმის. ამავდროულად, საზოგადოებების უმეტესობაში მიღებული არ არაა მასკულინობის კრიტიკული შესწავლა და დაკვირვება.
  • სქესსა და გენდერს ხშირად განასხვავებენ, როგორც ბიოლოგიურ და სოციალურ კონსტრუქტს, სადაც პირველი ბიოლოგიური ფაქტია, ხოლო მერე სოციალურად არის ნაწარმოები. თუმცა, სწორედ ბინარულობის ამგვარი დაშვებით ხდება მნიშვნელოვანი ფოკუსის დაკარგვა: ადამიანის სქესს მნიშვნელობა არ ენიჭება სოციალურად კონსტრიურებული, დადგენილი წარმოდგენებისა და ჩარჩოების გარეშე, რომელიც სწორედ გენდერული დაყოფით არის ნაწარმოები.
  • მილიტარიზირებული მასკულონობა "ქალურობასთან" დაპირისპირებაში იწარმოება. რადგან ჯარის ძირითადი მიზანი ქალებისა და ბავშვების, განსაკუთრებით კი დედების, როგორც სამშობლოს განსხეულების დაცვაა - ქალი და ქალურობა აღქმულია სამხედრო ლოგიკისა და პრაქტიკისთვის ხელისშემშლელად. მილიტარიზირებული მასკულინობის მითის მიხედვით, 'ნამდვილი მამაკაცი' ყოველგვარი ქალური შტრიხისგან თავისუფალი უნდა იყოს.

 

სტატიის სრული ვერსია წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე.