იკითხე პოლიტიკა (2016-2018)

(დასრულებული პროექტი)"იკითხე პოლიტიკა" ორი ქალის ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში პოლიტიკური კითხვის კულტურის ამაღლებას და ხელშეწყობას, ან უბრალოდ იმის თქმას, რომ პოლიტიკური კითხვა არ არის მხოლოდ პოლიტიკური დოკუმენტების გაცნობა, არამედ ტექსტის პოლიტიკური ანალიზი და კრიტიკაა.

2016 წელს პროექტი მოიცავდა:

  • წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების პროგრამების კვლევას;
  • არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებთან შეხვედრას;
  • კვლევისა და შეხვედრების შედეგების ბლოგზე გამოქვეყნებას.

ინიციატივა სპეციალურად ამ პროექტისთვის 2016 წელს შეიქმნა, მაგრამ არსებობას აგრძელებს, როგორც სხვადასხვა ტენდენციების, დღის წესრიგისა თუ პოლიტიკის დოკუმენტის ფემინისტური კომენტატორი.

სტატიების ნახვა შესაძლებელია ამ ლინკზე.