“პირველი ფემინისტური ფილმი საბჭოთა კავშირიდან”

“პირველი ფემინისტური ფილმი საბჭოთა კავშირიდან”

საბჭოთა იდეოლოგიის მოთხოვნით უკვე 20-იანი წლების ბოლოდან აქტიური, ძლიერი ქალი მკვიდრდება ეკრანზე, თუმცა როგორც ბევრი სხვა რევოლუციური იდეა, ქალის ემანსიპატორული რიტორიკაც უმთავრესად რიტორიკად, იდეოლოგიურ სქემად იქცა, რაშიც ერთგვარი დისონანსი შეიტანა ლანა ღოღობერიძის ფილმმა “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”. მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ თითქოს თანასწორ საზოგადოებაში ქალი, როგორც დედა და ცოლი მაინც ვერ თავსდებოდა ქალ-პროფესიონალთან, მისგან მაინც ოჯახისთვის შეწირვას ითხოვენ, როდესაც საკუთარი თავისთვის აღარაფერი რჩება.

გამოყენებულია ეროვნული არქივის მასალა, ინტერვიუ ლანა ღოღობერიძესთან და გია ყანჩელის მუსიკა ფილმიდან.

პოდკასტი (18) კინოზე: 

 

► ფემინსტრიმის ყველა პროდუქტის ნახვა შეგიძლიათ ამ ლინკზე.

Related Content

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება