საჯარო დებატი: ფემინიზმის გამოღვიძება? ემანსიპატორული ბრძოლები ნეოლიბერალურ ეპოქაში

ქალთა ემანსიპაციის ოცნება კაპიტალისტური დაგროვების ძრავაზეა მიერთებული“, - ასეთ მძაფრ კრიტიკას აჟღერებს ნენსი ფრეიზერი პუბლიკაციაშიფემინიზმის თავგადასავალი: სახელმწიფოს მიერ მართული კაპიტალიზმიდან ნეოლიბერალურ კრიზისამდე“. კრებული მისი ბოლო გამოცემაა, რომელიც ავტორის ორმოცწლიანი მოღვაწეობის რეტროსპექტივას გვთავაზობს. ამ ესეებში საკმაოდ საკამათო, გარკვეულწილად - სარისკო, მაგრამ უაღრესად საინტერესო თეორიული ნააზრევია წარმოდგენილი: წარსულის ანალიზთან ერთად, ფრეიზერი აფასებს თანამედროვე გამოწვევებს და ემანსიპატორული ბრძოლის ახალ პერსპექტივებს სახავს.

2017 წლის 21 ივნისს ბიოლის ფონდის ორგანიზებით ნენსი ფრეიზერის ზემოთხსენებული კრებულის ქართული თარგმანის პრეზენტაცია და საჯარო დებატი გაიმართა. დებატზე მომხსენებლები ფრეიზერის კრიტიკას გამოეხმაურნენ და მის ადგილობრივ კონტექსტთან დაკავშირებას შეცადნენ. ისინი პასუხობდნენ შემდეგ კითხვებს:

  •  როგორია ემანსიპატორული ბრძოლების ხედვა, რომელიც ფემინიზმს განაახლებს და გამოაღვიძებს? 
  • ადგილობრივ გამოცდილებაზე დაყრდნობით, შედგა თუ არა ფემინიზმისა და ნეოლიბერალიზმის ალიანსი ? 
  • რა როლი უნდა შეასრულოს ფემინისტურმა მოძრაობამ სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლაში დღევანდელ საქართველოში?

მომხსენებლები
- თამარ ცხადაძე - ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფრეიზერის ქართული თარგმანის სამეცნიერო რედაქტორი.
- მაია ბარქაია - მკვლევარი, EMC; თსუ- გენდერის ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი.
- სოფიო ჯაფარიძე - სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრის თანადამფუძნებელი.
- მოდერატორი: გიორგი ჩუბინიძე, ფილოსოფიის მაგისტრანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; ფრეიზერის ქართული პუბლიკაციის მთარმგნელი.

Public debate "Feminism resurgent? Emancipatory struggles in Neoliberal Era". Part 1 - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnailWatch on YouTube