თამარ დეკანოსიძე

თამარ დეკანოსიძე

განათლება: ბაკალავრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თბილისი); პოლიტიკა, სახელმწიფო მართვა და ადამიანის უფლებები (Global UGRAD პროგრამა) - უთიკის კოლეჯი (უთიკა, ნიუ იორკი, აშშ); სამართლის მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში - ესექსის უნივერსიტეტი (ქოლჩესტერი, გაერთიანებული სამეფო).

თანამდებობა:  იურისტი, პროექტის კოორდინატორი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

კვლევის ინტერესები/სამუშაო თემები: სამართლის ფემინისტური თეორია, ფემიციდი, გენდერული ძალადობა, რეპროდუქციული უფლებები, მარგინალიზებული ქალები, ჯანდაცვა და ადამიანის უფლებები, დისკრიმინაცია, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.

ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.

ქალაქი: თბილისი

ელ.ფოსტა: tamar.dekanosidze1(at)gmail.com

ბიოგრაფია:

თამარ დეკანოსიძე არის იურისტი და პროექტის კოორდინატორი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.  იგი მუშაობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ქალთა უფლებების, დისკრიმინაციისა და ჯანდაცვის უფლების მიმართულებით. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში იგი ამჟამად აწარმოებს საქმეებს ფემიციდსა და ქალთა მიმართ გენდერულ ძალადობაზე. მისი კვლევის მთავარი ინტერესია სამართლის ფემინისტური კრიტიკა.

თამარი მუშაობდა ადამიანის უფლებათა სხვადასხვა ორგანიზაციებში საქართველოში, კოსოვოში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში.  იგი არის ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით და კითხულობს ლექციებს ადამიანის  უფლებებზე ადგილობრივ უნივერსიტეტებში.

 

ნაშრომები:

ნაშრომების სია წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე.

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება