როზეტა გუჯეჯიანი

თანამდებობა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

კვლევის ინტერესები:  საქართველოს კულტურა, ისტორიული ეთნოლოგია, სვანეთის ტრადიციული კულტურა, რელიგიის ანთროპოლოგია,  თურქეთის ქართველთა ტრადიციული ყოფა და კულტურა,  თანამედროვე ეთნო-კულტურული და სოციო-კულტურული პროცესები.

ენები: ქართული,რუსული, ინგლისური.

ქალაქი: თბილისი

ელ.ფოსტა: rgujejiani(at)gmail.com

ბიოგრაფია:

როზეტა გუჯეჯიანმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1994 წელს დაამთავრა, და 1994-97 წლებში ამავე უნივერსიტეში გააგრძელა სწავლა ასპირანტურაზე ეთნოლოგიის სპეციალობით. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი 2005 წელს მიიღო. 

1994-2006  წლებში მუშაობდა აკად. გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმში, უფროს მეცნიერ თანამშრომელის პოზიციაზე. 2005-2012 წლებში მუშაობდა  საქართველოს ეროვნულ მუზეუმში კურატორის პოზიციაზე. ამავე წლებში როზეტა იყო უფროსი მეცნიერი თანამშრომელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში.

2012 წლიდან როზეტა სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორია ეთნოლოგიის მიმართულებით.

ნაშრომები:

მონოგრაფიები:  

2017 -ისტორიის რეპრეზენტაციის ეთნოლოგიური ასპექტები, თბ., 176 გვერდი.

2008 - ქართველ მთიელთა მენტალობის ისტორიიდან (სვანეთი), თბ.

სტატიები:

2013 - „კვირია“ ტრადიციულ ქართულ კულტურაში, - კრ. ვერა ბარდაველიძე - 110, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მოხსენებათა კრებული, თბ., გვ., 66-85. რაზიუმე ინგლისურ ენაზე.

2013 - ბათუმთან დაკავშირებული სოციალურ-კულტურული ასპექტები თურქეთელ ქართველთა ტრადიციულ ყოფაში, - ბათუმი - წარსული და თანამედროვეობა, მეოთხე, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები, ბათუმი, 2013 წლის 1-2 სექტემბერი. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი, გამომცემლობა „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, ბათუმი. რეზიუმე ინგლისურ ენაზე. გვ., 296-304.

2014 - ქართული ჩვეულებითი სამართალი ევროპული ღირებულებების კონტექსტში -  ევროპული ღირებულებები დ აიდენტობა, საერთაშორისო ინტერდისციპლინარული კონფერენციის მოხსენებათა კრებული. თსუ. გვ., 130-1.