ფემინისტური ბიბლიოთეკა (2016-2018)

(დასრულებული პროექტი) პროექტი მხარს უჭერს ფემინისტური თეორიული ტექსტების ქართულ და სომხურ ენებზე თარგმანს. მიგვაჩნია, რომ ფემინისტურ ბიბლიოთეკაში ადგილობრივ ენებზე წვლილის შეტანა მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა თეორიაზე დაფუძნებული კრიტიკული აზროვნებისა და დებატების განვითარებისთვის, რაც გავლენას მოახდენს დომინანტურ, პატრიარქალურ დისკურსებზე.   

- 2016-17 წლებში, ცნობილი ფემინისტი მეცნიერის, ნენსი ფრეიზერის 2013 წლის პუბლიკაცია ითარგმნა და გამოიცა ქართულ ენაზე: "ფემინიზმის თავგადასავალი: სახელმწიფოს მიერ მართული კაპიტალიზმიდან ნეოლიბერალურ კრიზისამდე".

- 2017-18 წლებში, 80-იანი წლების ფემინისტური თეორიის ანთოლოგია გადაითარგმნა სომხურ ენაზე. მისი დაბეჭდვა 2018 წელს იგეგმება.

- 2018 წელს, ფემინისტური თეორიის ანთოლოგია მომზადდება და დაიბეჭდება ქართულ ენაზე. ჩვენს ფემინისტურ საიტზე უკვე გამოქვეყნებულ თეორიულ თარგმანებს შეემატება ორი ტექსტი: 

  • ადრიან რიჩი: “სავალდებულო ჰეტეროსექსუალობა და ლესბოსური ყოფა";
  • სინთია ენლო: “რიგების შევსება: ქალების მილიტარიზება, როგორც დედების, ჯარისკაცების, ფემინისტების და მოდის დიზაინერების”.

    ზემოთ მოხსენიებული უკვე თარგმნილი ტექსტებია:

  1. უმა ნარაიანი: კულტურის არსი და ისტორიის აზრი: კულტურული ესენციალიზმის ფემინისტური კრიტიკა;
  2. ჩანდრა მოჰანტი:დასავლური მზერის ქვეშ: ფემინისტური კვლევა და კოლონიური დისკურსები;
  3. ელიზაბეთ შნაიდერი: ქალთა დაქვემდებარება და კანონის როლი;
  4. სიზან ოკინი: ცუდი ხომ არ არის ქალებისთვის მულტიკულტურალიზმი?