ნათია ჭანკვეტაძე

განათლება: მანჩესტერის უნივერსიტეტი, მაგისტრის ხარისხი მშვიდობისა და კონფლიქტების კვლევის მიმართულებით, ჩევნინგის სასტიპენდიო პროგრამის მონაწილე, 2015-2016 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, 2010-2014 წწ.

თანამდებობა: მკვლევარი/ კონსულტანტი ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში; მიწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

კვლევის ინტერესები: კონფლიქტის ტრანსფორმაცია, კონფლიქტის მოგვარების თეორია და პრაქტიკა, საზოგადოებრივი მშვიდობის მშენებლობა, სამშვიდობო განათლება, მშვიდობის პოლიტიკის ანალიზი და შეფასება.

ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.

ქალაქი: თბილისი

ელ.ფოსტა: natiachankvetadze@gmail.com

ბიოგრაფია:

ნათია 2012 წლიდან მუშაობს კონფლიქტების ანალიზისა და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით. 2013 წლიდან იყო “კონფლიქტების კვლევის ახალგაზრდული ჯგუფის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ხოლო 2014-2015 წლებში არასამთავრობო ორგანიზაცია “თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის” დირექტორი. 2015-2016 წლებში სწავლობდა მანჩესტერის უნივერსიტეტში. 2017-2018 წლებში მუშაობდა საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ “აფხაზეთში” და პარალელურად ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მშვიდობის პოლიტიკის ანალიზს. 2019 წლიდან მუშაობს, როგორც დამოუკიდებელი მკვლევარი და კონსულტანტი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათ შორის ცენტრ “აფხაზეთთან”, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტთან, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისთან, ლევან მიქელაძის ფონდთან,  სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.  მუშაობს კვლევებზე, ატარებს ტრენინგებსა და ლექციებს კონფლიქტის ანალიზის, ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით.

ნაშრომები:

“ქართულ-ოსური კონფლიქტი: ფაქტი, ნარატივი და რისიც გვჯერა”. 2019. ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი.

“რატომ უნდა ვიმუშავოთ კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე და არა მოგვარებაზე?”. 2019. ნეტგაზეთი. ხელმისაწვდომია ბმულზე.

“როდესაც კლასი ეთნიკურად მრავალფეროვანია”. 2019. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი.

“მშვიდობის ინფრასტრუქტურა საქართველოში”. 2018. სახელმძღვანელო მშვიდობის პრაქტიკის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და რუსეთში. CRISP-Berlin. ხელმისაწვდომია ბმულზე.

“მშვიდობის კულტურის ინტეგრირება ორგანიზაციების სტრატეგიულ საქმიანობაში”. 2018. მშვიდობისა და განვითარების აკადემია. ხელმისაწვდომია ბმულზე.