ანა დიაკონიძე

სახელი: ანა დიაკონიძე

განათლება: სოციოლოგიის დოქტორი, სოციალური პოლიტიკის მაგისტრი

თანამდებობა: ასოცირებული პროფესორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

კვლევის ინტერესები/სამუშაო თემები: სოციალური პოლიტიკა გარდამავალ ეკონომიკებში, შრომის თანამედროვე ფორმები, დასაქმების პოლიტიკა

ენები: ქართული, ინგლისური, რუსული

ქალაქი: თბილისი

ელ.ფოსტა: ana.diakonidze{AT}gmail.com

ბიოგრაფია: ანა არის სოციალური პოლიტიკის მკვლევარი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროა შრომისა და დასაქმების პოლიტიკა და განვითარების საკითხები. 2018 წელს ანამ მიიღო დოქტორის ხარისხი სოციოლოგიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამას გარდა, კვლევის გამოცდილება მას მიღებული აქვს ლუვენის (ბელგია, 2007-2008), ბრიუსელის (ბელგია, 2015), ლონდონის სამეფო კოლეჯის (დიდი ბრიტანეთი, 2014), მაგდებურგის (გერმანია, 2016) უნივერსიტეტებში. ამჟამად ანა ხელმძღვანელობს სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამას საქართველოს საზოგადოებრივ ინსტიტუტში და არის მიწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. ამასთანავე იგი, როგორც დამოუკიდებელი კონსულტანტი, თანამშრომლობს, ისეთ სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან, როგორიცაა საქართველოს პარლამენტი, შრომისა და დასაქმების დეპარტამენტი, ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამა, გაეროს ქალთა ფონდი, ევროპის საგანმანათლებლო ფონდი და ა.შ.

ნაშრომები:

  •  “Es Geht um Arbeit” in “Georgien neu Buchstabiert” by Nakhutsrishvili, Heinrich-Boell-Stiftung (Hg.) 2018
  • რატომ არის საჭირო ქალების ეკონომიკური გაძლიერება? - ჰაინრიხ ბიოლის ფონდი საქართველოში, 2018
  •  Labour in Digital Economy. Human Rights Education & Monitoring Centre (EMC), Public Lecture Series. Tbilisi, 2015
  • საერთაშორისო რეიტინგები თუ რეფორმატორთა იდეები: რითი აიხსნება შრომის ბაზრის ლიბერალიზცია საქართველოში? ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი, No. 4, დეკემბერი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2016.
  • Superficial Institutions and Challenges of Re-regulation in the Republic of Georgia, Caucasus Survey, 4:2, 149-164, DOI: 10.1080/23761199.2016.1188489. 2016.
  • From status-based to needs-based social assistance for internally displaced in Georgia. Journal of Social Policy and Social Work in Transition, Vol. 2, Issue 2, December. 2011