ეფროსინე (ეფრო) ყიფიანი-კლდიაშვილი (პოდკასტი)

ეფროსინე (ეფროყიფიანი-კლდიაშვილი დაიბადა 1839 წელს გორის მაზრის სოფელ ქვიშხეთში. მისი ოჯახი ქართული ლიტერატურის და ზოგადად, მწიგნობრობის დიდი მოყვარული ყოფილა. ეფრომ პირველადი განათლება შინ მიიღო. შემდეგ, მამამ ცოდნის გასაღრმავებლად ხაშურში წაიყვანა, სადაც ერთ მასწავლებელ ქალს მიაბარა. ეფრო კარგად  დაეუფლა რუსულ და ფრანგულ ენებს, თავისუფლდ კითხულობდა და თარგმნიდა კიდეც. ,,ამ დროს ნასწავლი ფრანგული ლექსები მოხუცებულობაშიც კარგად ახსოვდაო“ – იგონებს მისი ქალიშვილი ანასტასია

ეფროსინე კლდიაშვილის გრაფიკული ფოტო

დიდი იყო ბიძის გავლენა ეფროს აღრდაზედიმიტრი ყიფიანმა თეატრისადმი სიყვარული ჩაუნერგა მას. მანვე გამოიყვანა იგი პირველად სოფლად გამართულ შინაურულ წარმოდგენებში, შემდეგ თბილისში წაიყვანა და სცენისმოყვარეთა დასის ქართულ დადგმებში მიაღებინა მონაწილეობა.

იმდროინდელ საქართველოში ქალის სცენაზე გამოსვლა გარკვეულ გამბედაობას მოითხოვდა და საზოგადოებაში დამკვიდრებულ წარმოდგენებთან  დაპირისპირებას ნიშნავდა, მაგრამ ამას ეფროსთვის ხელი არ შეუშლია, რომ მთელი შეგნებული ცხოვრება ქართული თეატრისთვის მიეძღვნაკარგად ესმოდა, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თეატრს საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის და ქართული ენის გადარჩენისათვის.

1861 წელს ეფროსინე ყიფიანი ცოლად გაჰყვა გრიგოლ კლდიაშვილს. გრიგოლი სვანეთში მუშაობდა სამოქალაქო სამსახურში, თუმცა, იქ ორ  წელზე მეტ ხანს არ ყოფილა. ეფროს სურდა ენახა  სვანეთი - საქართველოს ეს მეტად საინტერესო და იმ დროს უყურადღებოდ მიტოვებული მხარე და მეუღლის სვანეთიდან წამოსვლის შემდეგ, გაემგზავრა ,,იმ ქვეყნის სანახავად, რომელსაც საშიშრად უხატავდნენ". 

ამ დროს  საქართველოში ქალები იშვიათად მოგზაურობდნენ. ეფროს მიზანი, როგორც იმდროინდელ პრესაში გამოქვეყნებული ჩანაწერებიდან ირკვევა, სვანეთის მონახულება, იქაურების ყოფის გაცნობა იყო. ეფრომ  თავის სტატიაში რამდენიმე სერიოზული საკითხი წამოჭრა, მათ შორისსვანეთში განათლების შეტანის, კარგი გზის გაყვანის, სავაჭრო წერტილების გახსნის აუცილებლობის, საპოლიციო და სასამართლო უწყებების სოფელ მესტიაში გადატანის შესახებ. ის ცდილობდა, რომ ხალხში გავრცელებული მოძველებული წეს-ჩვეულებებიც შეცვლილიყო.

ეფროსინე (ეფრო) ყიფიანი-კლდიაშვილი (პოდკასტი) - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnailWatch on YouTube

მე-19 საუკუნის 60-80-იანი წლების ქუთაისში განსაკუთრებით გამოცოცხლდა  თეატრალური ცხოვრება. შეიქმნა სცენისმოყვარეთა წრე და ინტენსიურად იმართებოდა თეატრალური წარმოდგენებიგიორგი ერისთავის ,,ქართული თეატრისდაშლიდან . ხუთი  წლის შემდეგ ქუთაისიდან დაიწყო ახალი თეატრალური მოძრაობა, რომელიც 1861 წელს ქალაქის საზოგადო საკრებულოს შენობაში. ერისთავის ისტორიული პიესის ,,გაყრადადგმით აღინიშნა.  

ეფროს ქალიშვილი ანასტასია გადმოგვცემს: ,,როდესაც ეფრო დაქორწინდა და ქუთაისში გადასახლდა, სხვებთან ერთად დააარსა თეატრის მოყვარულთა წრე. რეპეტიციები, როლების განაწილება, ტანისამოსის შოვნა, ნებართვის აღება, აფიშები და სხვა მრავალი წვრლიმანი საქმეების მოწესრიგებაში ეფროს პირველი ადგილი ეჭირა. ეს ყველაფერი მის ბინაზე იმართებოდა...“ [2]

ეფრო კლდიაშვილს კარგად ესმოდა, რომ მაყურებელს მარტო კლასიკური პიესები  არ დააკმაყოფილებდა. საჭირო იყო თანამედროვე ავტორთა ნაწარმოებებიც. ყოველი დრამის თუ კომედიის შემდეგ (როგორც ეს რუსეთში და თბილისის თეატრებში იყო მიღებული),  მაყურებელს გასართობად სთავაზობდნენ  მსუბუქ  ვოდევილებს, რათა ის თეატრიდან ცუდი განწყობით არ წასულიყო და თეატრში კვლავ დაბრუნების სურვილი გასჩენოდა. წრე ყველა საშუალებას მიმართავდა, რომ წარმოდგენები მრავალფეროვანი ყოფილიყო.

წარმოდგენებით მიღებული შემოსავალი საქველმოქმედო მიზნებისთვის ყოფილა  განკუთვნილი. საზოგადოება კმაყოფილი იყო დრამატული წრის საქმიანობით და მსახიობების მუშაობით. აკაკი წერეთელი იგონებს ქუთაისის დასის ფურგონებით ჩასვლას თბილისში (რკინიგზა ჯერ არ არსებობდა), და ეფროს მიერ საზოგადოების აღტაცებაში მოყვანას. ძალდაუტანებლად,  თავისთავად, პირველად ქუთაისში დაარსდა ქართული თეატრი და ფეხადგმული გადავიდა თბილისში, სადაც საქმე უფრო მოსახერხებელი იყო," – აღნიშნავს აკაკი.

1877 წლის რუსეთ-ოსმალეთის ომთან დაკავშირებით, ქუთაისის .. ,,სამეფო სახლი", სადაც სცენისმოყვარეთა სპექტაკლები იმართებოდა, ლაზარეთად გადაკეთდა, რამაც  ქუთაისში წარმოდგენების გამართვის საქმე შეაფერხა. დრამატული წრე უბინაოდ დარჩა, მაგრამ მსახიობებს ფარ-ხმალი არ დაუყრიათ; სპექტაკლებს კერძო სახლებში მართავდნენ

თავდადების მიუხედავად, თეატრის შენობის უქონლობა სერიოზულად აბრკოლებდა სცენისმოყვარეთა საქმიანობას და უარყოფითად აისახებოდა დადგმების მხატვრულ ხარისხზე. ამ პრობლემის მოგვარება, ქალაქის თვითმმართველობის ჩარევით, საკუთარი სახსრებით იკისრეს კომერსანტმა ძმებმა ხარაზიშვილებმა. 1880 წლიდან დრამატული წრის მუშაობა ამ შეუფერებელ, ჯერ კიდევ დაუმთავრებელ, გადაუხურავ შენობაში გაგრძელდა.

ეფრო კლდიაშვილი სცენაზე 1888 წლამდე გამოდიოდა. მის მიერ განსახიერებულ სახეთა შორის გამორჩეულია: მართა (. ერისთავის ,,ყვარყვარე ათაბაგი“), მაკრინე (. ერისთავის ,,გაყრა“), კუკუშკინა (. ოსტროვსკის ,,შემოსავლიანი ადგილი“), მედეა (. კერესელიძის ,,მედეა“), გლეხის ქვრივი თინათინა (ანტონოვის ,,ტივით მოგზაურობა ლიტერატორთა“), ლიზეტა (მოლიერის ,,სიყვარული მკურნალობს“), თვალმაისა (მეიფარიანის ,,ქმრები გავაბათ მახეში“), ქეთევანი (. ერისთავის ,,სამშობლო“). მაჭანკალ ხლეპუზაანთ სალომე და კნეინა ,,თეკლე“ ( . ერისთავის ,,ადვოკატები“) და სხვები. ეფრო სოფლის ცხოვრებას კარგად იცნობდა, რამაც დიდად შეუწყო  ხელი გლეხის ქალების სახასიათო სახეების შექმნაში.

ეფრო კლდიაშვილი სიცოცხლის ბოლო წლებში  მთარგმნელობითი საქმიანობით იყო დაკავებულიეფრო კლდიაშვილს კარგად ესმოდა განათლების მნიშვნელობა და ცდილობდა, რაც შეიძლება ბევრ ახალგაზრდას დახმარებოდამართავდა წარმოდგენებს, ქალაქში და სოფლად, აგროვებდა ფულს და ყოველთვე უგზავნიდა სტუდენტებს.

მძიმე ავადმყოფმა ეფრო კლდიაშვილმა, 1913 წელს სიკვდილის წინ დაწერა ავტობიოგრაფია, სადაც აღწერს, თუ როგორ დაქორწინდა, როგორ გადავიდა სიმონეთიდან ქუთაისში, როგორ წაართვა სიკვდილმა შვილები. ორფურცლიან ავტობიოგრაფიაში არაფერს წერს თავისი საზოგადოებრივი მოღვაწეობის შესახებ. ავტობიოგრაფიის დაწერის შემდეგ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.                                                                                                                      

1913 წელს, დიდი ქართველი მსახიობისლადო მესხიშვილის იუბილეზე, აკაკი წერეთელმა ეფროსინე კლდიაშვილიც გაიხსენა

,,...მაშინ ქართველ ქალს საზოგადოდ  ეთაკილებოდა სცენაზე გამოსვლა. ამ დროს თბილისში მივიწყებული იყო თეატრი, თითქოს იქ მოთხოვნილება არც კი ყოფილიყო... სცენაზე  თამაში და ლეჩაქის მოხსნა ერთი და იგივე იყო... 60-იანი წლების წარმოდგენებზე  ქუთაისში ხალხი ბლომად დაიარებოდა, რადგანაც მუდმივად თამაშობდა ეფრო კლდიაშვილი, იმ დროში შესანიშნავი მსახიობი... " . 

ეფრო კლდიაშვილს თანამედროვენი ,,ქუთაისის თეატრის დედადმოიხსენიებდნენ და დარჩა კიდეც ისტორიაშიროგორც მე-19 საუკუნის 1960-80-იანი წლების ქართული თეატრის მესვეური და დიდი მოამაგე.