ანა ბაქანიძე

ანა ბაქანიძის შავ-თეთრი პორტრეტი

განათლება: ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრი, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მაგისტრი, ჰუმანიტარული მეცნიერებების დოქტორანტი;

თანამდებობა: საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების საერთაშორისო ცენტრი;

კვლევის ინტერესები:

საქართველოს უახლესი ისტორია, გენდერის კვლევები (თემატიკა: საქართველოს ეროვნული/არაფორმალური მოძრაობები საბჭოთა სივრცეში, ქალთა საკითხები XIX-XX საუკუნის პრესაში)

ქალაქი: თბილისი

ენები: ქართული, ინგლისური, რუსული

ელ.ფოსტა: annaseuli@gmail.com

ბიოგრაფია:

ანა ბაქანიძეს აქვს საჯარო და არასამთავრობო სექტორში მუშაობის ათწლიანი გამოცდილება, იყო სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ ახალგაზრდული სახელმწიფო უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ამჟამად მუშაობის განათლების საერთაშორისო ცენტრში საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორისა და  ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არქივის მკვლევრის პოზიციაზე. ამავდროულად, არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი, განხორციელებული აქვს არაერთი კვლევითი პროექტი, წაკითხული აქვს სამეცნიერო მოხსენებები: პრაღის, ვენის, ვენეციის - კა-ფოსკარის სახელმწიფო უნივერსიტეტებში, გამოქვეყნებული აქვს ათამდე სამეცნიერო სტატია, არის 5 კვლევითი კრებულის/წიგნის შემდგენელი.

 

ნაშრომები:

,,ქალები ქართულ პრესაში’’ - წიგნის შემდგენელი, 2019 წელი;

,,თბილისის დღიური’’ - წიგნის შემდგენელი, 2018 წელი;

,,ქუთაისი XIX საუკუნის პრესაში’’ - წიგნის შემდგენელი, 2018 წელი;

,,1978 წლის 14 აპრილი’’ - წიგნის შემდგენელი, 2017 წელი;

,,ახალგაზრდული მოძრაობის ქრონიკები’’, წიგნის შემდგენელი, 2015 წელი.