ანა ლოლუას პუბლიკაციის ყდა

ქალთა რეპრეზენტაცია დიდი სამამულო ომისადმი მიძღვნილ გამოფენებში

გვიანი სოციალიზმის პერიოდის საქართველო

წინამდებარე სტატიაში გაანალიზებულია დიდი სამამულო ომისადმი მიძღვნილ გამოფენებში ქალთა რეპრეზენტაციის ფორმები და მნიშვნელობები 60-იანი წლების მიწურულიდან, 80-იანი წლების დასაწყისის ჩათვლით, ხალხთა მეგობრობის მუზეუმის დიდი სამამულო ომისადმი მიძღვნილი გამოფენისა და გორის საბრძოლო დიდების მუზეუმის მუდმივმოქმედი გამოფენის მაგალითზე. ექსპოზიციის შესახებ დამხმარე ლიტერატურის, ფოტოალბომის, ბუკლეტის, თემატური ლექციისა და ხელმისაწვდომი ვიზუალური მასალის ანალიზის შედეგად, გამოფენის ნარატივში იკვეთება ფემინურისა და მასკულინურის, საბჭოთა და ეროვნულის გამოსახვის ამბივალენტური ფორმები და შემდეგი ძირითადი ტოპოსები: ქალის ომში მონაწილეობა ფორსმაჟორული ვითარებით არის გამოწვეული; ქალი კაცის მხარდამხარ, ვაჟკაცურად იბრძვის; ამასთან, ქართველი დედა ეთნიკური კულტურის ბურჯია, მამა კი – ისტორიული აქტორი.

პოდკასტი

ეს გარე შინაარსი მოითხოვს თქვენს თანხმობას. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

video-thumbnailOpen external content on original site
Product details
Date of Publication
2020
Publisher
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი
Number of Pages
35
Licence
Table of contents

აბსტრაქტი 4
შესავალი 6
კვლევის მეთოდოლოგია და შეზღუდვები 11
ისტორიული ფონი 13
ხალხთა მეგობრობის მუზეუმის დიდი სამამულო ომისადმი მიძღვნილი გამოფენა 15
ქალები ხალხთა მეგობრობის მუზეუმის დიდი სამამულო ომისადმი მიძღვნილ გამოფენებში  17
გორისა და გორის რაინის საბრძოლო დიდების მუზეუმი  20
ქალი საბჭოთა, ეროვნულ და რეგიონულ ნარატივებს შორის  22
დასკვნა 26
ბიბლიოგრაფია 27
დანართი 30