Multimedia

მულტიმედია

რატომ გვჭირდება ინტერსექციური მიდგომა აქტივისტურ წრეებში?

ჩაგვრას შორის არ არსებობს იერარქია და ერთი გამოცდილება არ არის მეორეზე ნაკლები, არამედ ინტერსექციურობა არის ერთგვარი ლინზა, რომელიც გვეხმარება, სხვადასხვა ჯგუფის გამოცდილება უკეთ გავიაზროთ და დავინახოთ მათი საერთო და განმასხვავებელი ნიშნები. 

რამდენიმე შტრიხი რევაზ ინანიშვილის ქალი პერსონაჟების შესახებ

საგმირო საქმეებზე ქალს ვინ მიუშვებდა, ამიტომ ისინი ლიტერატურაშიც ნაკლებად ჩანდნენ. რევაზ ინანიშვილთან კი ისეთივე მრავალგვარი როლები აქვთ, როგორც ცხოვრებაში და საბედნიეროდ, იმდენი, რომ მათი კლასიფიკაცია ჭირს.

ვინ ხეირობს სილამაზის სტანდარტებით და ვის ჩაგვრაზე დგას კოსმეტიკური ინდუსტრია

დღევანდელი პოდკასტი გვიანდელი კაპიტალიზმისა და კონსუმერისტული კულტურის წნეხს ეხება, რომელიც ქალების სხეულებზე კონტროლს აწესებს და აიძულებს მათ ამ წესრიგს მოერგნონ. 

ჩაგვრის საერთო ბერკეტი ქალებისა და ცხოველების მიმართ

პოდკასტი ეხება ობიექტივიზაციას, როგორც ქალთა და ცხოველების მიმართ ჩაგვრის საერთო ბერკეტს. მოდით, ვისაუბროთ, რა არის ობიექტივიზაცია და როგორ აისახება ეს პრაქტიკა სხვადასხვა ჯგუფზე.

ქალი ღმერთია

რელიგიების უმრავლესობას მამაკაცები ქმნიდნენ, მამაკაცები ომობდნენ, იხოცებოდნენ ბრძოლებში და სიკვდილის შემდგომ ცხოვრებაზე ფიქრიც მათ უფრო აწუხებდათ. ქალები შვილებს აჩენდნენ და შვილებთან უფრო მკვიდრი კავშირი ალბათ ეხმარებოდათ მარადიული გარდასახვის, საკუთარი არსებობის უკვდავობის შეგრძნება აქვე, ამ ცხოვრებაშივე ჰქონოდათ.

 

„ჩემი ცოლის დაქალები“ - იდეოლოგია თუ რეალობის ანარეკლი?

„ჩემი ცოლის დაქალები“ ყველაზე პოპულარული ქართული სერიალია, რომელიც უკვე 7 წელია გადის და 500-ზე მეტ სერიას მოიცავს. მას იმდენად მრავალრიცხოვანი მაყურებელი ჰყავს, რომ გადავწყვიტე პოდკასტი მთლიანად ამ სერიალისთვის დამეთმო. პოდკასტში შოთა პაპავასა და ნინო ბოლქვაძესთან ერთად სერიალის სხვადასხვა ასპექტს განვიხილავ. ყურადღებას განსაკუთრებით მის იდეოლოგიურ მხარეებზე გავამახვილებთ და ვისაუბრებთ მის ორ შინაარსობრივ ხაზზე. ესენია:

რა კავშირშია ფემინიზმი ვეგანობასთან?

მარქსისტი ფემინისტები ჩაგვრის ღერძად საზოგადოების კლასებად დაყოფას მიიჩნევენ, ხოლო ქვიარ ფემინიზმი უპირისპირდება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ნორმებს გენდერსა და სექსუალობასთან მიმართებით.

ფერმერი გოგო დარჩელიდან

მარიკა კოდუა  26 წლის ახალგაზრდა ფერმერია. ის სოფელ დარჩელში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. როგორც თვითონ ამბობს, ბავშობიდან  ძალიან უყვარს  თავისი საქმე და სწორედ ამ საქმის სიყვარული აძლევს ძალას, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები დაამსხვრიოს, რომ თითქოს, ქალს არ შეუძლია იყოს კარგი ფერმერი, ქალს არ უხდება ტრაქტორის მართვა და რომ ქალს მხოლოდ სამზარეულოში  ფუსფუსი ევალება.

ქალი, რომელმაც ძალადობა დაამარცხა

მეუღლესთან 18-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ანასტასიამ გააცნობიერა, რომ  ის ძალადობის მსხვერპლი იყო. დიდი ბრძოლის შემდეგ  დატოვა სახლი, რომელიც ძალიან ჰგავდა საპყრობილეს.

საჯარო დებატი: თვითმმართველობის არჩევნები - გენდერული სტერეოტიპები და გენდერირებული სუბიექტები

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების განმავლობაში პროექტ „იკითხე პოლიტიკას“ ფარგლებში ვაკვირდებოდით, თუ (1) რა სტერეოტიპებს იყენებდნენ ან ამყარებდნენ თავიანთი კამპანიების დროს პოლიტიკური სუბიექტები? (2) რა გენდერული წინასწარგანწყობებით მოქმედებდნენ ისინი და როგორ უკუკავშირს იღებდნენ ამომრჩევლებისგან? 

საჯარო დებატი: სამართლიანობის ახალი ჩარჩოები - გენდერისა და კანონის გადაკვეთა

რა პოტენციალი აქვს გენდერული სამართლიანობის პრინციპების კანონმდებლობაში გატარებას? როგორი უნდა იყოს გენდერულად მგრძნობიარე კონსტიტუცია? რა გამოწვევების წინაშე დგება ფემინისტური პოლიტიკა, როდესაც იგი ინსტიტუციონალიზებულია? როგორია გენდერული სამართლიანობის ალტერნატიული ჩარჩო, რომელსაც საკანომდებლო განზომილებას სცდება?

საჯარო დებატი: ფემინიზმის გამოღვიძება? ემანსიპატორული ბრძოლები ნეოლიბერალურ ეპოქაში

ქალთა ემანსიპაციის ოცნება კაპიტალისტური დაგროვების ძრავაზეა მიერთებული“, - ასეთ მძაფრ კრიტიკას აჟღერებს ნენსი ფრეიზერი პუბლიკაციაში „ფემინიზმის თავგადასავალი: სახელმწიფოს მიერ მართული კაპიტალიზმიდან ნეოლიბერალურ კრიზისამდე“.
 

ფემინსტრიმი: პეპი გრძელიწინდა და ნარნიას დედოფალი

პოდკასტი (24) ლიტერატურაზე: როდესაც პატარა ვიყავი, ინტერნეტი საქართველოში არ იყო. არც სერიალებს იღებდნენ და კომიქსებთან წვდომაც არ გვქონდა. ამ დროს ჩემთვის რეალობიდან გაქცევის კარგი საშუალება წიგნი იყო და დღესაც არის. ჯერ კიდევ მანამ, სანამ გავიგებდი, რომ ფემინიზმი არსებობს, უკვე დავიწყე სხვადასხვა წიგნში ქალ პერსონაჟებზე დაკვირვება. 

ავტორი ნათია გვიანიშვილი

ფემინსტრიმი: სექსუალური ძალადობის ნარატივი პოპ მუსიკაში

პოდკასტი (23) მუსიკაზე: დაახლოებით 20 წელზე მეტი ხნის წინ, ტორი ამოსი გახდა პირველი ცნობილი მუსიკოსი, რომელმაც საკუთარი სიმღერის საშუალებით გააჟღერა, თუ როგორ გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 21 წლის ასაკში. 

ავტორი ლილი მამულაშვილი

ფემინსტრიმი: დანიელა ზალცმანი და ქალების ფოტოგრაფია

პოდკასტი (22) არტზე: როცა დანიელას ჰკითხეს, თუ სად ხედავს სექსიზმს თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკის სფეროში,  მან უპასუხა, რომ ეს ძალიან შაბლონური სქემაა, რომელიც არსებობს მამაკაცი ფოტოგრაფების კომუნაში: ისინი ფიქრობენ, რომ ქალმა ფოტოგრაფებმა მათგან უნდა ისწავლონ ყველაფერი. სამწუხაროდ, ასევე ხშირია სექსუალური ძალადობის ფაქტებიც“.

ავტორი ხათუნა ხაბულიანი

ფემინსტრიმი: ქალების პერსპექტივა უკანასკნელი წლების ქართულ კინოში

პოდკასტი (21) კინოზე: უკანასკენლი წლების ქართული კინოს წარმატება მნიშვნელოვანწილად უკავშირდება ქალ რეჟისორებს. ქალი პროტაგონისტის გარშემო აგებული ფილმები ქალის როლისა და ადგილის გადააზრებაზე მეტად ამ უკანასკნელზე ემპირიულ დაკვირვებასა და სოციალური პრობლემის კონსტატაციას გვთავაზობს.

ავტორი თეო ხატიაშვილი

ფემინსტრიმი: ბრძოლა, რომელიც გრძელდება

პოდკასტი (20) მუსიკაზე: ჯენი ჰვალი აცხადებს, რომ სტატისტიკური მონაცემები და გაზეთები მისი უბედურების შესახებ წერენ. წერენ, რომ მას აუცილებლად სჭირდება მამაკაცი და შვილი, რათა თავი სრულყოფილად იგრძნოს, რომ დიდი ალბათობით მკერდის კიბო განუვითარდება. ნაზი ჟღერადობის ფონზე იგი კაპიტალიზმის ტრიუმფზე, სოციალიზმისა და ფემინიზმის დასასრულზე მღერის, აცხადებს რომ ბრძოლა დამთავრებულია და ახლა უკვე შეუძლია ყველაფერი მოიხმაროს, რასაც მოისურვებს.

ავტორი ლილი მამულაშვილი

ფემინსტრიმი: ნატალი დიურბერგი

პოდკასტი (19) არტზე: ნატალი დიურბერგის ნამუშევრებს აღწერენ, როგორც მოგზაურობებს ადამიანის ბუნების ყველაზე ჭირვეულსა და ცხოველურ იმპულსებში. მისი ერთი შეხედვით უწყინარი, ნაივური პლასტელინის პერსონაჟები, რომლებითაც ანიმაციური ისტორიებია აგებული, მოულოდნელი და შოკისმომგვრელი ქცევებით ხასიათდებიან, სადაც ადგილი არ აქვს მორალს. 

ავტორი ხათუნა ხაბულიანი

ფემინსტრიმი: “პირველი ფემინისტური ფილმი საბჭოთა კავშირიდან”

პოდკასტი (18) კინოზე: საბჭოთა ქალის ემანსიპატორულ რიტორიკაში ერთგვარი დისონანსი შეიტანა ლანა ღოღობერიძის ფილმმა “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”. მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ თითქოს თანასწორ საზოგადოებაში ქალი, როგორც დედა და ცოლი მაინც ვერ თავსდებოდა ქალ-პროფესიონალთან, მისგან მაინც ოჯახისთვის შეწირვას ითხოვენ, როდესაც საკუთარი თავისთვის აღარაფერი რჩება. 

ავტორი თეო ხატიაშვილი

ფემინსტრიმი: ქლოს ოლივია მოსწონდა

პოდკასტი (17) ლიტერატურაზე: "ხომ გახსოვთ „ბეჩდელის ტესტზე“ რომ ვსაუბრობდით და ვამბობდით, რომ ორი ქალი ერთმანეთს კაცის გარდა სხვა რამეზეც თუ ელაპარაკება - ძალიან კარგია. და თუ ამ ორ ქალს ერთმანეთი უყვარს - მთლად უკეთესი."

ავტორი ნათია გვიანიშვილი

ფემინსტრიმი: ლუის ბურჟუას დედა ობობა

პოდკასტი (16) არტზე: 'მე ვიმოგზაურე ჯოჯოხეთში, დავბრუნდი და გეტყვით, რომ ეს მოგზაურობა მომეწონა. ეს სიტყვები ლუის ბურჟუას ეკუთვნის, რომლიც ნამუშევრები თითქმის მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში იქმნებოდა.'

ავტორი ხათუნა ხაბულიანი

ფემინსტრიმი: ქალი დიჯეი საქართველოდან - ინტერვიუ

პოდკასტი (15) მუსიკაზე: ამ პოდკასტისათვის გადავწყვიტე ყურადღება გამემახვილებინა ლოკალურ კონტექსტზე, სწორედ ამიტომ, მეყოლება სტუმარი, ქალი დიჯეი - ხატია ტყავაშვილი, რომელსაც მსმენელის ნაწილი ალბათ უფრო სასცენო სახელით - ლილითით იცნობს და რომელიც საკუთარ გამოცდილებების შესახებ გვიამბობს.

ავტორი ლილი მამულაშვილი

ფემინსტრიმი: მხევლის მარცხენა ხელი

პოდკასტი (14) ლიტერატურაზე: სამეცნიერო ფანტასტიკის პირველ ნიმუშად მერი შელის 1818 წელს გამოსული რომანი, ფრანკენშტაინი ითვლება, თუმცა ფენტეზის ჟანრი განსაკუთრებით დომინირებულია კაცებით. პოდკასტში ნათია საუბრობს განსხვავებულ და გამორჩეულ წიგნზე ამ ჟანრიდან, მარგარეტ ეტვუდის ‘მხევლის წიგნზე’, ჯოან როულინგზე, ტუვე იანსონის ‘მუმინების თავგადასავალზე’ და ახლებურად შეგვახედებს არა მარტო წიგნებზე, არამედ მათ ავტორებზეც.

ავტორი ნათია გვიანიშვილი

ფემინსტრიმი: კუდიანი ქალები

პოდკასტი (13) კინოზე: კუდიანი ქალი თავისი მრავალფეროვანი ინვარიაციებით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავრცელებული სახეა მითოლოგიასა და ფოლკლორში, რაც კინოშიც უკვე ადრეული, უხმო პერიოდიდან მოყოლებული წარმატებით დამკვიდრდება. ის წარმოაჩენს ქალის მიმართ არსებულ ძირითად შიშებს - შიშს მისი ჭკუისა და სექსუალობის მიმართ.

ავტორი თეო ხატიაშვილი

ქართველი ქალი მწერლების სრული სამზარეულო

პოდკასტი (12) ლიტერატურაზე: აბა, რას ვიფიქრებდი, რომ ეკატერინე გაბაშვილის „მაგდანას ლურჯა“ ფემინისტური ნაწარმოებია? ან, რომ ბარბარე ჯორჯაძე, რომელიც სამზარეულოს რეცეპტების წიგნთანაა მხოლოდ დაკავშირებული, თურმე ქართული ფემინიზმის მანიფესტის ავტორია? თანამედროვე ქალი მწერლებით კი პირველად 2010 წელს დავინტერესდი. რატომ არიან ისინი მწერალი ქალები და არა მწერლები?

ავტორი ნათია გვიანიშვილი

ქალები ელექტრონულ მუსიკაში

პოდკასტი (11) მუსიკაზე: მაშინ, როცა გასული ათწლეულების მანძილზე ფემინისტი შემსრულებლები აქტიურად იმკვიდრებდნენ თავს მუსიკალურ ანდერგრაუნდში, თანამედროვე ტექნოლოგიურმა პროგრესმა მათ მისცა შესაძლებლობა სხვა ჟანრშიც მოსინჯონ თავი. შესაბამისად, დღეს უფრო და უფრო მეტ ქალ შემსრულებელს ვხედავთ ელექტრონულ მუსიკაში.

ავტორი ლილი მამულაშვილი

ფემინსტრიმი: ნათელა გრიგალაშვილი და მისი ფოტო ისტორიები

პოდკასტი (10) არტზე: ნათელა გრიგალაშვილი ფოტო ამბების საუკეთესო მთხრობელია და ეს ამბები ხშირად ეხება ქალებს, რომლებიც არ ჩანან, რომლებითაც არც საზოგადოება და არც მედია განსაკუთრებით არც ინტერესდება და რომელთაგან თითოეულის ბიოგრაფია უკავშირდება ტრადიციისა და კულტურის ისეთ დამთრგუნველ სისტემას, რომელთან ბრძოლაც მათ არასდროს უცდიათ ცვლილების მოლოდინების არარსებობის ან პრობლემის გაუცნობიერებლობის გამო. 

ავტორი ხათუნა ხაბულიანი

ფემინსტრიმი: გაცვლითი მზერა შანტალ აკერმანთან

პოდკასტი (9) კინოზე: შანტალ აკერმანის ფილმებს ჟესტიკულაციის კინო შეიძლება ვუწოდოთ, სადაც რუტინის განმეორებადობაში ნაჩვენები ქალის სხეული იქცევა არა ეროტიკულ ფეტიშად მისი ტრადიციული რეპრეზენტირების მსგავსად, არამედ ქალის იდენტიფიკაციის საშუალებად.

ავტორი თეო ხატიაშვილი

ფემინსტრიმი: შენი სხეული ბრძოლის ველია

პოდკასტი (8) მუსიკაზე: "რა ადგილი უჭირავს ქალ შემსრულებლებში სილამაზის პატრიარქალურ სტანდარტებს? პოდკასტში ვსაუბრობ თუ როგორ აღიქვამენ და მღერიან ისინი სილამაზეზე, რა გზით უპირისპირდებიან სამომხმარებლო კულტურას, რომელიც ქალის სხეულს ერთგვარ ბრძოლის ველად აქცევს."

ავტორი ლილი მამულაშვილი

ფემინსტრიმი: საკუთარი ოთახი ყვითელი შპალერით

ქალის თვითმკვლელობაზე ყოველთვის რატომღაც ჯეინ ეარი, უფრო სწორად, სხვენში გამოკეტილი გიჟი ქალი მახსენდება. ეს ქალი ფაქტობრივად როჩესტერის და ჯეინის ბედნიერებას უშლის ხელს, ამიტომ, ხანძარი, რომელშიც ბერტა ფაქტობრივად იკლავს თავს, სიუჟეტისთვის ერთგვარი შვებაა. მაგრამ რამდენი თქვენგანი დაინტერესებულა ამ ქალის ნამდვილი ისტორიით? 

ავტორი ნათია გვიანიშვილი

ფემინსტრიმი: ქართლის დედა და მისი კრიტიკა

პოდკასტი (6) არტზე: ქართლის დედა და მისი ანალოგები პატრიოტი დედის მონუმენტური ქანდაკებებია, რომელიც ყოფილი საბჭოთა ქვეყნების არაერთ ქალაქში დაიდგა. ისინი სოციალისტური რეალიზმის ჟანრის ქმნილებებია და კულტურაში ქალის იდენტობის პლაკატურ ილუსტრაციას წარმოადგენს.

ავტორი ხათუნა ხაბულიანი

ფემინსტრიმი: კატრინ ბრიას "სხეულის კინო"

პოდკასტი (5) კინოზე: ფრანგი რეჟისორის, კატრინ ბრიას "სხეულის კინო" შოკისმომგვრელი ეფექტით გაიძულებს შეცვალო ან ყოველ შემთხვევაში სხვა თვალით შეხედო ქალის დეტერმინირებულ როლს, აღიარო, რომ ქალის სექსუალობა - რომლის არსებობა დიდი ხნის განმავლობაში უარყოფილი იყო - არსებობს. 

ავტორი თეო ხატიაშვილი

ფემინსტრიმი: როგორ ამოვიცნოთ ფემინისტური ლიტერატურა?

პოდკასტი (4) ლიტერატურაზე: როგორც ვირჯინია ვულფი თავის ესეში „საკუთარი ოთახი“ წერს: „ქალს უნდა ჰქონდეს ფული და საკუთარი ოთახი, თუკი ის მხატვრული ლიტერატურის შექმნას აპირებს“.

ავტორი ნათია გვიანიშვილი

ფემინსტრიმი: ვარდისფერი საძინებლიდან ფემინისტურ რევოლუციამდე

პოდკასტი (3) მუსიკაზე: ასობით ვარდისფრად შეღებილი, მაქმანებით მორთული საძინებლებიდან დაწყებული ფემინისტური რევოლუცია, - ასეთი დახასიათება მოუძებნა 1992 წელს ერთმა პოპულარულმა ჟურნალმა 'ამბოხებული გოგონების' (Riot Grrrrlz) მოძრაობას.

ავტორი ლილი მამულაშვილი

ფემინსტრიმი: უნდა გაშიშვლდეს ქალი მუზეუმში მოსახვედრად?

პოდკასტი (2) მხატვრობაზე: ქალის სხეული და მხატვრობის ისტორია - ამ თემასთან დაკავშირებით განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ რადიკალი ფემინისტი არტისტები, რომლებმაც შექმნეს პანკ-ჯგუფი 'პარტიზანი გოგოები' (Guerilla Girls).

ავტორი ხათუნა ხაბულიანი

ფემინსტრიმი: ღმერთი მოკვდა, გაუმარჯოს ქალღმერთს - თეო ხატიაშვილის პოდკასტი კინოზე

პოდკასტი (1) კინოზე: ღმერთი მოკვდაო - განგაშითა თუ სკეფსისით შეხვდნენ ამ ცნობას ადამიანები. მათ აღარ ახსოვდათ და ამიტომ აღარც დარდობდნენ უფრო ადრეულ, ქალღმერთის სიკვდილზე.

ავტორი თეო ხატიაშვილი

ფემინსტრიმი: თეო ხატიაშვილის პოდკასტების ანონსი

ქალი კინოში ძირითადად მამაკაცის პერსპექტივიდან არის წარმოდგენილი. თეოს პოდკასტების ციკლი სიმბოლურად ქალღმერთის გაცოცხლებით დაიწყება.

საჯარო დებატი: პირადი პოლიტიკურია - ფემინისტური დღის წესრიგის განსხვავებული პერსპექტივები

‘პირადი პოლიტიკურია’ - ფრაზა, რომელიც ფემინისტური მოძრაობის სიმბოლოდ იქცა, ხაზს უსვამს იმ კავშირს, რაც პირად გამოცდილებასა და ფართო სოციალურ-პოლიტიკურ სტრუქტურებს შორის არსებობს. ფემინისტები ამ კავშირის ხასიათს სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას უკეთებენ და განსხვავებულად ხედავენ.

ქეთი ხიდაშელის ფოტოპროექტი: ხანდაზმული ქალები გურიაში

წარმოგიდგენთ ფოტო-კოლაჟს "ხანდაზმული ქალები გურიაში", რომელიც ჩვენი პროექტის „ფემინისტური ფოტოგრაფიის სახელოსნო“ მონაწილემ, ქეთი ხიდაშელმა შექმნა (ოზურგეთი).

ფემინისტური ფოტო კომენტარები - ქუთაისი/გორი/ოზურგეთი

წარმოგიდგენთ ფოტოებს, რომელიც ჩვენი პროექტის „ფემინისტური ფოტოგრაფიის სახელოსნო“ მონაწილეებმა საქართველოს სამი ქალაქიდან – ოზურგეთიდან, ქუთაისიდან და გორიდან წარმოადგინეს.

ლალი შენგელიას ფოტოპროექტი: შენ.მარტო.ცვლი.

"ამ ფოტოპროექტის მიზანი იყო ქალებს საკუთარი თავისთვის სხვისი თვალით შეეხედათ. ჩემს რესპოდენტებს ჯერ ფოტოს ვუღებდი, შემდეგ კი ვთხოვდი, აღეწერათ ქალი, რომელსაც ფოტოზე ხედავდნენ". 

ქალები საქართველოდან - გენდერული თანასწორობა წარსულში და დღეს

"ქალები საქართველოდან - გენდერული თანასწორობა წარსულში და დღეს" მოგვითხრობს საქართველოში ქალთა მოძრაობის ისტორიაზე. ფილმი შექმნილია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს დაკვეთით.

Subscribe to RSSგამოწერა RSS Feed