ანა ილურიძე/იკითხე პოლიტიკა

"იკითხე პოლიტიკა" ორი ქალის ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში პოლიტიკური კითხვის კულტურის ამაღლებას და ხელშეწყობას, ან უბრალოდ იმის თქმას, რომ პოლიტიკური კითხვა არ არის მხოლოდ პოლიტიკური დოკუმენტების გაცნობა, არამედ ტექსტის პოლიტიკური ანალიზი და კრიტიკაა.

პროექტის პირველი ეტაპი მოიცავს: წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების პროგრამების კვლევას; არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებთან შეხვედრას; კვლევისა და შეხვედრების შედეგების ბლოგზე გამოქვეყნებას. ინიციატივა სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა, მაგრამ არსებობას მომავალშიც გააგრძელებს, როგორც სხვადასხვა ტენდენციების, დღის წესრიგისა თუ პოლიტიკის დოკუმენტის ფემინისტური კომენტატორი.

ანა ილურიძე ამ პროექტის ერთ-ერთი ავტორია. როგორც ფემინისტი იურისტი, ის ამჟამად მუშაობს მკვლევარის პოზიციაზე სტრატეგიული პოლიტიკისა და კანონმდებლობის სფეროში. მას მეცნიერების მაგისტრის ხარისხი გენდერის, განვითარებისა და გლობალიზაციის მიმართულებით მიღებული აქვს ლონდონის ეკონომიკის და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში.