ბაჩანა ჩაბრაძე
პოეტი, მთარგმნელი

ბაჩანამ 1997 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტი. სწავლობდა დასავლურ ენათა და კულტურათა უნივერსიტეტში ფრანგული ენის განხრით. 1998 წლიდან, სწავლა განაგრძო საფრანგეთში. არის ლექსების ორი კრებულის ავტორი: "ნაცრისფერი სამყარო" (გულანი,1992) და "მთვარის სიმთვრალე" (მერანი,1996). იყო, პარიზში, იუნესკოს 32-ე გენერალური კონფერენციის დელეგატი. არის საერთაშორისო კლასიფიკაციის მოჭადრაკე (ELO 2243). 2011 წლიდან, მუშაობს პარიზის "დეკარტის უნივერსიტეტის" ბიბლიოთეკაში. 2015 წელს, "ინტელექტმა" გამოსცა ბაჩანა ჩაბრაძის თარგმანების კრებული "ფრანგული შანსონი", რომელშიც შესულია ბრასენსის, ფერეს, ბრელის, გენსბურის და ვიანის კულტად ქცეული სიმღერების ტექსტები.