გოჰარ შაჰნაზარიანი
თანადამფუძნებელი, ქალთა რესურს ცენტრი

გოჰარ შაჰნაზარიანი მუშაობს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე. ის ამავდროულად არის სამაგისტრო პროგრამის „ქალები, ლიდერობა და განვითარება“ კოორდინატორი, რომელსაც 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი.  

2004 წელს გოჰარი მიწვეული მკვლევარის სტატუსით მუშაობდა არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2008, 2009 და 2011 წლებში თითო სემესტრით იმყოფებოდა სლავური, აღმოსავლეთ ევროპული და ევრაზიული კვლევების ფაკულტეტზე ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტში. ძირითადად, ის საქმიანობდა სოციოლოგიის და გენდერული კვლევების ფაკულტეტებზე.  

ბოლო 10 წლის განმავლობაში გოჰარ შაჰნაზარიანი კოორდინირებას უწევდა სხვადასხვა ფართომასშტაბიან პროექტებს ქალთა და გენდერული საკითხების მიმართულებით. გოჰარს სომხეთში გენდერულ საკითხებზე 15-ზე მეტი სტატია აქვს დაწერილი.