ნანა ფანცულაია
აღმასრულებელი დირექტორი, ქალთა ფონდი საქართველოში

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მუშაობდა თბილისის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად 1998 წლამდე. 1994-1997 წლებში ასწავლიდა თურქულ ხელოვნებას საქართველოს აზია-აფრიკის ინსტიტუტში. 1995 – 1998 წლებში მუშაობდა ორგანიზაციაში "ბავშვი და გარემო", კულტურული პროგრამების დირექტორად.  1998 წელს დააფუძნა ორგანიზაცია "საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრი", რომლის აღმასრულებელი დირექტორი იყო 2005 წლამდე. 2005  წლიდან ხელმძღვანელობს ადგილობრივ ქალთა გრანტისგამცემ ორგანიზაციას "ქალთა ფონდი საქართველოში".