ნათია გვიანიშვილი
დირექტორი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი.

გენდერის კვლევების სამაგისტრო პროგრამა ნათიამ 2012 წლეს დაათავრა (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი). 2009 წელს შეუერთდა „ქალთა ინიციატივების მხადამჭერ ჯგუფს“ როგორც მოხალისე და კონტრიბუტორი, 2010 წელს ის გახდა პირველი ლბტ საინიციატივო ჯგუფის „ელბიტიკა“ წევრი,  რომლის ფარგლებშიც მომზადდა არააკადემიური საინფორმაციო მასალა გენდერსა და სექსუალობაზე. 2011 წელს სხვა ფემინისტ აქტივისტებთან ერთად დაარსა „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი“. 2013 წლის ზაფხულიდან ნათია გვიანიშვილი მუშაობს „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფში“ პროგრამის დირექტორად, ხოლო 2015 წლის დასაწყისში დაინიშნა ამავე ორგანიზაციის დირექტორად.