ხათუნა ხაბულიანი
ხელოვნებათმცოდნე, ორგანიზაცია "არტ & სოსაითის" დირექტორი

ხათუნა ხაბულიანი არტ-კრიტიკოსი და კურატორია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1990 წელს, კითხულობს სალექციო კურსებს თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით სამხატვრო აკადემიასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტის ავტორი და თანამონაწილე. 2009 წელს იყო ქართული პავილიონის კურატორი ვენეციის ბიენალეზე.  არის საერთაშორისო ორგანიზაციების - ICOM-ის, CIMAM-ისა და AICA-ს წევრი. აკადემიური გამოცემის - ARTMARGINS-ის ბორდის წევრი. საერთაშორისო საგრანტო პროგრამების საფუძველზე  კვლევით მივლინებაში იმყოფებოდა ფრიბურგის უნივერსიტეტში (შვეიცარია) და CIMAM-ის 2014 წლის კონფერენციაზე დოჰაში (ყატარი). 2008-2014 წლებში გაიარა ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტურა. მისი სადოქტორო კვლევის თემა ეხება პოსტ-ტოტალიტარული ქვეყნების ხელოვნებასა და ქართული სახელოვნებო სივრცის ტრანსფორმაციას. თანამშრომლობს ადგილობრივ და უცხოურ გამოცემებთან, სხვადასხვა დროს მუშაობდა რედაქტორისა და პროექტ-მენეჯერის პოზიციებზე.