საზოგადო მოღვაწე ქალი

Georgian

დესპინე გელოვანი-ბანოვანი

1880-1934 / მწერალი, საზოგადო მოღვაწე. დესპინე გელოვანის (ლიტერატურული ფსევდონიმი - ბანოვანი) მოთხრობები, ესკიზები, ეთნოგრაფიული წერილები1898 წლიდან  იბეჭდებოდა  ქართულ ჟურნალ-გაზეთებში.

ავტორი ეკატერინე ფირცხალავა

მარიამ დადიანი-ანჩაბაძე

1870-1959 / საზოგადო მოღვაწე. ხელმძღვანელობდა ქართული პერიოდიკის გავრცელებას და სამკითხველოების დაარსებას, რაც საბოლოოდ სოხუმში წერა-კითხვის გამავრცე­ლებელი საზოგადოების სოხუმის ფილიალის გახსნით დაგვირგვინდა.

ავტორი ლელა გაფრინდაშვილი

ეკატერინე თარხნიშვილი-გაბაშვილი

1851-1938 / მწერალი, საზოგადო მოღვაწე. 1868 წლიდან ეკატერინე იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას: ხსნის სამრევლო სკოლებს და ცდილობს, თვითგანვითარების გზით დროებას არ ჩამორჩეს.

ავტორი ლელა გაფრინდაშვილი

ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი

1849-1932 / საზოგადო მოღვაწე, მწერალი. თანამოაზრეებთან ერთად დაუღალავად იღვწოდა პედაგოგთა გადამზადებისა და გოგონათა განათლების გასაუმჯობესებლად.

ავტორი ლელა გაფრინდაშვილი

ბარბარე /ვარინკა/ მაჭავარიანი-წერეთელი

1874-1948 / კომპოზიტორი, საზოგადო მოღვაწე. 1895 წელს დაიბეჭდა აკაკის “სულიკო” და თავად ავტორმა სთხოვა ვარინკას, ლექსისთვის სასიმღერო ჰანგი შეერჩია. ასე შეიქმნა ლეგენდარული სიმღერა.

ავტორი ლელა გაფრინდაშვილი

კატო მიქელაძე

1878-1942 / ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. 1906 წლიდან სწავლობს ევროპაში. ბრიუსელის უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ კატო პარიზში დასახლდა, სადაც 1915 წლამდე დარჩა და საფუძვლიანად გაეცნო ქალთა მოძრაობის ევროპულ გამოცდილებას.

ავტორი ლელა გაფრინდაშვილი

ლიზა /ელისაბედ/ ნაკაშიძე-ბოლქვაძე

1885-1937 / საზოგადო მოღვაწე. 1904 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი; მუშაობდა გურიაში გლეხებს შორის. 1905 წელს, სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილების დაწყების შემდეგ, მიემხრო „მენშევიკებს”.

ავტორი ირაკლი ხვადაგიანი

ანნა /ოლა/ სოლოღაშვილი

1882-1937 / საზოგადო მოღვაწე. 1918 წელს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით.

ავტორი ირაკლი ხვადაგიანი

Pages