50 ქალი საქართველოდან

პუბლიკაცია წარმოადგენს საფოსტო ბარათების კრებულს, რომელიც მკითხველს აცნობს 50 ქალის ბიოგრაფიას.

თავფურცელი

"საქართველოში ბევრი ქალია, ვინც ახალს ქმნიდა, ვინც აღმოჩენებს აკეთებდა, ვინც იბრძოდა ცვლილებებისთვის და ვისაც არ ეშინოდა სიახლის. მათ არ იცოდნენ, თუ რა მნიშვნელობა ექნებოდა მათ ძალისხმევას მომავლისთვის და ალბათ, ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ათეულობით წლის შემდეგ მოვინდომებდით, მათ შესახებ უფრო მეტი გვცოდნოდა, ან ზოგ შემთხვევაში, თავიდან გაგვეცნო კიდეც.

ამ ბარათებით 50 ქალი თავიანთ ისტორიას მოგიყვებათ - ზოგი ახალს გეტყვით საკუთარ თავზე, ზოგიც თავს შეგახსენებთ. იმედი გვაქვს, ამ მოკლე ისტორიებით იმ 50 ქალის ძალას და შემართებას იგრძნობთ, რომლებიც XIX-XX საუკუნეების საქართველოში ცხოვრობდნენ და შრომობდნენ. მათ ბიოგრაფიებსა და ფოტოებს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ბიურომ სხვადასხვა მუზეუმებში, საოჯახო თუ სახელმწიფო არქივებში თქვენთვის მიაკვლია და შეკრიბა.

ქართული ფემინიზმის ისტორია რთული და წინააღმდეგობრივია. XIX საუკუნის ბოლოდან, როცა დასავლეთში ახალი სოციალური და საგანმანათლებლო მოძრაობები იკიდებდა ფეხს, საქართველოშიც გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც საზოგადოებაში ქალის როლის და ფუნქციის გამრავალფეროვნების იდეას ემხრობოდნენ. XX საუკუნის პოლიტიკურმა კატაკლიზმებმა ეს ბუნებრივი განვითარება შეაფერხა: „გამარჯვებული სოციალიზმის ქვეყანაში“ ფემინიზმი არ არსებობდა. ტოტალიტარული სახელმწიფო კი, რომელიც თითქოს ფორმალურად ქალებსაც მამაკაცთა თანაბარ უფლებებს აძლევდა, ღრმად პატრიარქალური იყო.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი წარმოგიდგენთ ქართველ და უცხოელ ქალებს, რომლებმაც საქართველო შეცვალეს".

ქალთა მუზეუმი - პროექტის ფარგლებში მოგროვილი ყველა ბიოგრაფია და ფოტო, რომელსაც დართული აქვს ვრცელი ბიოგრაფიის ლინკიც.

Product details
Date of Publication
2013
Publisher
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
Number of Pages
51
Licence
All rights reserved
Language of publication
ქართული
Table of contents
  1. თამარ აბაკელია
  2. ნინო აბაშიძე-ორბელიანი
  3. ელენე ახვლედიანი
  4. ვერა ბარდაველიძე
  5. ნატო გაბუნია
  6. განდეგილი (ერისთავი დომინიკა)
  7. მარიამ გარიყული  (თათეიშვილი)
  8. დესპინე გელოვანი-ბანოვანი
  9. საფო გიგინეიშვილი-მგელაძე
  10. მარიამ დადიანი-ანჩაბაძე
  11. ელენე დარიანი (ბაქრაძე)
  12. ანასტასია ერისთავი-ხოშტარია
  13. ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე
  14. ნატო ვაჩნაძე
  15. თინათინ ვირსალაძე
  16. ეკატერინე თარხნიშვილი-გაბაშვილი
  17. ტატა (ტატიანა) თვალჭრელიძე
  18. ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი
  19. მარიამ ივანიშვილი-დემურია
  20. ანა კალანდაძე
  21. კლარა კვეესი
  22. ემა ლალაევა-ედიბერიძე
  23. მარიჯანი
  24. ქეთევან მაღალაშვილი
  25. ბარბარე (ვარინკა) მაჭავარიანი-წერეთელი
  26. რუსუდან მეფისაშვილი
  27. ელენე (ელო) მეტრეველი
  28. კატო მიქელაძე
  29. ნინო ნაკაშიძე
  30. ლიზა (ელისაბედ)  ნაკაშიძე-ბოლქვაძე
  31. მინადორა ორჯონიკიძე (ტოროშელიძე)
  32. მაკო საფაროვა
  33. ანა (ოლა) სოლოღაშილი
  34. ელეონორა (ლოლა) ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე
  35. ნინო ტყეშელაშვილი
  36. მარჯორი უირდროპი
  37. ბერტა ფონ ზუტნერი
  38. ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილი
  39. ელისაბედ (ლიზიკო) ქავთარაძე
  40. ნუცა (ნინო) ღოღობერიძე
  41. თინათინ ყაუხჩიშვილი
  42. ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე
  43. რენე შმერლინგი
  44. ირინა შტენბერგი 
  45. ელისაბედ ჩერქეზიშვილი
  46. ნადეჟდა ხარაძე
  47. გაიანე ხაჩატურიანი
  48. მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი
  49. ალექსანდრა  ჯაფარიძე
  50. მზია( მედეა) ჯუღელი