ანნა ძიაპშიპა

Teaser Image Caption
Anna Dziapshipa

განათლება: ხელოვნებათმცოდნე, დოკუმენტალისტი

თანამდებობა: საქდოკ ფილმის დამფუძნებელი  

კვლევის ინტერესები/სამუშაო თემები: მეხსიერება, არქივი, იდენტობა, საზღვრები და ა.შ.

ენები: ინგლისური, რუსული

ქალაქი: თბილისი

ელ.ფოსტა: anna[at]sakdoc.ge

ბიოგრაფია:

ანნა ძიაპშიპა პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა. ის SAKDOC FILM-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. კომპანიაში მუშაობს როგორც პროდიუსერი და პროექტების მენეჯერი. ანნა ასევე აუდიო-ვიზუალური პროგრამის ხელმძღვანელი და ლექტორია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). 2009 წელს მან ორგანიზება გაუწია დოკუმენტური ფილმების პირველ კავკასიურ ფორუმს PITCH.DOC. მისი პროდიუსერობით გამოსული რამდენიმე დოკუმენტური ფილმი კი საერთაშორისო კინოფესტივალების მონაწილე და გამარჯვებულია. ამჟამად, მუშაობს საკუთარ დოკუმენტურ ფილმზე, როგორც რეჟისორი. პარალელურად თანამშრომლობს სხვადასხვა მედია პლატფორმასთან, მათ შორისაა ChaiKhana და ინდიგო. პერიოდულად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებსა და ფორუმებზე. არის აფხაზეთის ვირტუალური არქივის AVA.GE შექმნის ინიციატორი. 

ნაშრომები: www.behance.net/adziapshipa