განათლება: იურისტი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი

თანამდებობა: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი

კვლევის ინტერესები: ადამიანის უფლებები, საჯარო მმართველობა და ანგარიშვალდებულება

ენები: ინგლისური, რუსული

ქალაქი: თბილისი 

ბიოგრაფია:

2014 წლიდან კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. 2004-2013 წ. ფონდის „ღია საზოგადოება საქართველო“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე/ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის პროგრამის მენეჯერი. 2004წ. - კორძაძის საადვოკატობიუროს ადვოკატი; 2000-2004წ. - ახალგაზრდაიურისტთა ასოციაცია, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე/კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორი.

ნაშრომები:

არის 10-მდე პუბლიკაციის თანაავტორი და რედაქტორი, მათ შორის სამოქალაქო განათლების მე-10-ე კლასის სახელმძღვანელოს თანაავტორი, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა დარღვევის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციათა ანგარიშის „აგვისტოს ნანგრევებში“გამოცემაზე პასუხისმგებელი პირი, „როგორც მოვიპოვოთ საჯარო ინფორმაცია“ პუბლიკაციის რედაქტორი.

All rights reserved
ტეგები