ანა ბაქანიძე ანა ბაქანიძეს აქვს საჯარო და არასამთავრობო სექტორში მუშაობის ათწლიანი გამოცდილება, იყო სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ ახალგაზრდული სახელმწიფო უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.
ელენე ქაიხოსროშვილი ელენე ქაიხოსროშვილი არის იურისტი. მაგისტრის ხარისხი მიიღო ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების სამართლის მიმართულებით.
ანა დიაკონიძე ანა დიაკონიძე არის სოციალური პოლიტიკის მკვლევარი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროა შრომისა და დასაქმების პოლიტიკა და განვითარების საკითხები.
ნინა მდივანი ნინა მდივანი არის დამოუკიდებელი კურატორი და მწერალი. იგი დაიბადა 1982 წელს თბილისში და ამჟამად ნიუ იორკში მოღვაწეობს. მისი წიგნი, King is Female, გამოიცა 2018 წლის ოქტომბერში, Wienand Verlag-ის გამომცემლობაში.
ნათია ჭანკვეტაძე ნათია 2012 წლიდან მუშაობს კონფლიქტების ანალიზისა და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით.
ანი გოგბერაშვილი ანი გოგბერაშვილი არის საინიციატივო ჯგუფის “ქალთა ხმების” დამფუძნებელი. მუშაობს პროექტზე, რომელიც ეხება შშმ ბავშვების მარტოხელა დედების საჭიროებებს საქართველოში.
ანნა ძიაპშიპა ანნა ძიაპშიპა პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა. ის SAKDOC FILM-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ის ასევე აუდიო-ვიზუალური პროგრამის ხელმძღვანელი და ლექტორია საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში.
ქეთევან ხუციშვილი 2012 წლიდან დასაქმებულია და მუშაობს საქართველოში სხვადასხვა მარგინალური ჯგუფების სოციალური ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად. პროფესიული პრაქტიკის დიდი ნაწილი გატარებული აქვს ლგბტქი თემთან და ზრუნვის სისტემაში მყოფ არასრულწლოვნებთან მუშაობაში.
ნანა ჭაბუკიანი ნანა ჭაბუკიანი არის სოციალური მკვლევარი. 2013 წელს მან დაასრულა სამაგისტრო პროგრამა სოციოლოგიისა და სოციალური ანთროპოლოგიის მიმართულებით ცენტრალური ევროპის უნივერსტეტში
ნინო ცქიფურიშვილი ნინო ცქიფურიშვილი არის გენდერის მკვლევარი. 2014 წელს გენდერის კვლევის სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლა, სადაც პირველად გაეცნო მე-19 და მე-20 საუკუნეში მოღვაწე ფემინისტი ქალების ბიოგრაფიებსა და ხელნაწერებს და მათი ბიოგრაფიების კვლევით დაინტერესდა.