მზია /მედეა/ ჯუღელი

1924 / სპორტსმენი

მზია ჯუღელი იყო პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი, სსრკ რვაგზის ჩემპიონი, ბერლინისა და რუმინეთის მსოფლიო ფესტივალების ლაურეატი, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი. მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრებებში მოპოვებული აქვს 13 ოქროს, 9 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი. 1952 წლიდან სპორტის დამსა­ხურებული ოსტატია, ასევე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე, საბჭოთა კავშირისა და საქართველოს ტანმოვარჯიშე ქალთა ნაკრების უფროსი მწვრთნელია.

1992 წლიდან საქართველოს ტანვარჯიშის ეროვნული ფედე­რაციის ვიცეპრეზიდენტია. 1996 წელს მზია ჯუღელი ატლანტის საიუბილეო ოლიმპიურ თამაშებზე საპატიო ოლიმპიელი ქალის სტატუსით მიიწვიეს, სადაც ქალ ოლიმპიელთა მუზეუმში მისი ფოტოებიც იყო გამოფენილი. 2005 წელს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგემ მას ქალთა სპორტში გაწეული წვლილისთვის დიპლომი გადასცა; იმავე წელს გახდა საქართველოს ეროვნული ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი.

სრული ბიოგრაფიის წაკითხვა

 

ეს გარე შინაარსი მოითხოვს თქვენს თანხმობას. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

video-thumbnailOpen external content on original site