"ქალები მედიცინაში“ – ასე ეწოდება კვლევას, რომლის მიზანი XIX საუკუნის II ნახევრის ქართული პერიოდული გამოცემების („დროება“, „ივერია“, „ცნობის ფურცელი“) დამუშავება და იმ ძირითადი საარქივო მასალების თავმოყრა იყო, რომლებიც ქალთა სამედიცინო სფეროში ჩართულობას უკავშირდება. აღნიშნული პერიოდის ქართული პრესა მნიშვნელოვანი საისტორიო წყაროა. იმდროის ჟურნალ-გაზეთებში შემონახულია უხვი და მრავალფეროვანი მასალა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა საკითხზე.
პუბლიკაცია წარმოადგენს საფოსტო ბარათების კრებულს, რომელიც მკითხველს აცნობს 50 ქალის ბიოგრაფიას. ამ კრებულით გაიცნობთ ქალებს, რომლებიც იბრძოდნენ ცვლილებებისთვის და არ ეშინოდათ სიახლის. წარმოგიდგენთ ქართველ და უცხოელ ქალებს, რომლებმაც საქართველო შეცვალეს.
პუბლიკაციაში "ქვიარ გრძნობები" თავმოყრილია ქვიარ და ფემინისტი თეორეტიკოსების, ივ კოსოვსკი სეჯვიკის, ოდრი ლორდის, ხოსე ესტებან მუნოზის, ენ ცვეტკოვიჩის, სარა აჰმედის, ლორენ ბერლანტის, დინ სპეიდის ტექსტების თარგმანები. მკითხველი დაინახავს, თუ როგორ იკვრება და იკვეთება ზემოთ ჩამოთვლილი თემები ამ ტექსტებში და ტოვებს ფასდაუდებელ სივრცეს კრიტიკისთვის, ქვიარ ბრძოლის სტრატეგიების გადააზრებისთვის.