მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი

მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი

1852-1941 / საზოგადო მოღვაწე

1879 წელს, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” დაარსებისთანავე მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი ხდება მისი ნამდვილი და დამფუძნებელი წევრი. 33 წლის მანძილზე არის  მასწავლებელ ქალთა საზოგადოების ხელმძღვანელი, რომელიც საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო ინსტიტუციებში ქალთა დასაქმების ხელშეწყობასა და მასწავლებელ ქალთა უფლებების დაცვას ემსახურებოდა.

მის მიერ შეკრებილი ფულით 1906 წელს გაიხსნა ქალთა პირველი ქართული სკოლა საქართველოში. მარიამი იყო ასევე „ტფილისის ბავშვებზე ზრუნვის საზოგადოების” დამფუძნებელი წევრი. 1917-1918 წლებში აქტიურად იყო ჩართული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების საქმეში, რომლის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი იყო მარიამის სიძე, ივანე ჯავახიშვილი.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მარიამი, ისევე როგორც იმ პერიოდის საქართველოში ქალთა თვითგამორკვევისთვის მებრძოლი მრავალი ქალი, მარგინალიზებული იქნა საზოგადოებრივი აქტივობის სფეროდან.

სრული ბიოგრაფიის წაკითხვა

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება