გაიანე ხაჩატურიანი

1942-2009 / მხატვარი

ხატვით ადრეულ ასაკში დაინტერესდა, სამხატვრო სასწავლებელში სწავლობდა და აკადემიისთვის ემზადებოდა, მაგრამ ცნობილი მხატვრის ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვის რჩევით აკადემიაში აღარ ჩააბარა, რათა საკუთარი, ორიგინალური ხედვა არ დაეკარგა.  წლების მანძილზე ელენე ახვლედიანს უჩვენებდა ნამუშევრებს და მისგან იღებდა რჩევებს. განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდა სერგო ფარაჯანოვთან, რომელიც გაიანეს შემოქმედების თაყვანისმცემელი და პოპულარიზატორი იყო.

მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ჯგუფურ გამოფენაში, ჰქონდა პერსონალური გამოფენები თბილისში, მოსკოვსა და ერევანში. გარდაცვალების შემდეგ მისი ნამუშევრები ვენეციის 53-ე საერთაშორისო ბიენალზეც გაიტანეს.

ადრეული ასაკიდან წერდა ასევე ლექსებს რუსულ ენაზე. გაიანეს  ჩანაწერები მისი შემოქმედების გააზრების ერთგვარი გასაღებიცაა.

სრული ბიოგრაფიის წაკითხვა

 

ეს გარე შინაარსი მოითხოვს თქვენს თანხმობას. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

video-thumbnailOpen external content on original site