ელისაბედ ჩერქეზიშვილი

ელისაბედ ჩერქეზიშვილი

1863-1948 / მსახიობი

1886 წლიდან იგი ქართული დრამატული თეატრის დასში ირიცხება. მის მიერ განსახიერებულ როლებს შორის მაყურებელს განსაკუთრებულად ხანუმა („ხანუმა”), ელისაბედი („ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს”), ტასია („ბედი მუხთალია”), ისახარი („ღალატი”), ანა ანდრეევნა („რევიზორი”), მაია („პატარა კახი”) უყვარდა.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1921-1924 წლებში ელისაბედ ჩერქეზიშვილი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში, 1924-1925 წლებში ქუთაისის, 1930-1948 წლებში კი – კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მოღვაწეობს.

1920-40-იან წლებში ელისაბედმა ასევე მრავალი დასამახსოვრებელი სახე შექმნა ქართულ კინოში, რომელთა შორისაც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია დედა („არსენა ჯორჯიაშვილი”), ჯუფანა („ვინ არის დამნაშავე”), ხანუმა („ხანუმა”), დედა („ორი მონადირე”), კნეინა („ჯანყი გურიაში”), თათრის ქალი („შეხვედრა”), მაჭანკალი („ჟუჟუნას მზითევი”), კოლმეურნე („ქალიშვილი გაღმიდან”), მაკარის დედა („ქეთო და კოტე”) და სხვა. 

სრული ბიოგრაფიის წაკითხვა

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება